ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმი

ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმი (ტაჯ. Осорхонаи миллии бостоншиносии Тоҷикистон) — მუზეუმი დუშანბეში, ტაჯიკეთი.

ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმი
ტაჯ. Осорхонаи миллии бостоншиносии Тоҷикистон
38°33′48″ ჩ. გ. 68°47′56″ ა. გ. / 38.563389° ჩ. გ. 68.799111° ა. გ. / 38.563389; 68.799111
დაარსდა 1934
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
მდებარეობა დუშანბე
ოფიციალური საიტი http://www.afc.ryukoku.ac.jp/tj/
Map

მუზეუმი შეიქმნა 1934 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ეკონომიკისა და ექსპედიციური კვლევების მიღწევების ძირითადი გამოფენის საფუძველზე. ამ პერიოდისათვის მუზეუმის ექსპონატების ფონდი მთლიანად მოითვლიდა 530 ერტეულს. დროთა განმავლობაში მუზეუმის ექსპოზიცია იზრდებოდა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა: კერამიკა, მეტალი, იარაღი, საიუველირო ნივთები, ნუმიზმატიკის ნიმუშები, მხატვრობა, ქანდაკება, საყოფაცხოვრებო ნივთები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და ტაჯიკეთის კულტურის სხვა ნიმუშები. მუზეუმში შეიქმნა ნუმიზმატიკის განყოფილება, სადაც გამოიფინა ერთადერთი და შემთხვევით აღმოჩენილი, მხარის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის მონეტები.

მუზეუმის კოლექციებში ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო ჭურჭელი - თასები, გრაფინები, სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი, მინის, ქვის, იარაღის ფრაგმენტები, სამკაულები.

წლების განმავლობაში მუზეუმის კოლექცია ივსებოდა მატერიალური კულტურის ძეგლებითაც, განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა საუკუნეების დეკორაციული ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ: კარის ჩუქურთმები, აზიური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თაბაშირის ან თიხის ჩუქურთმები - განჩუ და კედლის მხატვრობა.

თავდაპირველად მუზეუმის ექსპონატები შენახული იყო ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ვიწრო, მუზეუმისათვის შეუფერებელ ოთახებში და სარდაფებში. ტაჯიკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთელმა რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უცხოეთის ქვეყნების საელჩოებმა დაიწყეს გრანტების გამოყოფა და ექსპონატებისათვის შესაფერისი მუზეუმის ასაშენებლად.

1996 წლის 4 აპრილს მუზეუმს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმი, რომელიც არსებობდა ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან, რომლის გახსნაც გაიმართა 2001 წელს.

ექსპონატები

რედაქტირება

მუზეუმის კოლექციის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს პერიოდს დაწყებული ბრინჯაოს ხანიდან, ანუ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

მუზეუმის ექსპონატებს შორისაა უნიკალური აღმოჩენა, არტეფაქტი „სარაზმის დედოფალი“, რომელიც აღმოჩენილია სოღდის ოლქის ტერიტორიაზე ქალაქ ფანჯაკენტის ახლოს მდებარე უძველეს შუააზიურ ქალაქ სარაზმში[1]. ასევე აქ ინახება 12-მეტრიანი მწოლარე ბუდას ქანდაკება, რომელიც აღმოჩენილია ძველ ბუდისტურ ტაძარ აჯინა-თეფეში 1961 წელს, სამხრეთ ტაჯიკეთში. ასევე მოიცავს სხვა საგნებს, რომლებსაც იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციამ მიანიჭა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნომინანტის სტატუსი[2][3].

დეტალური ინფორმაცია მუზეუმის, მისი კოლექციების, გამოფენების, თანამშრომლების, პუბლიკაციებისა და პროექტების შესახებ შესაძლებელია მომხმარებელმა იხილოს ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუზეუმის ვებ-გვერდი შეიქმნა რუკოკის ციფრული არქივისა და კვლევის ცენტრის უნივერსიტეტთან (იაპონია) თანამშრომლობის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება