აჯინა-თეფე
აჯინა-თეფე (ტაჯ. Аҷинатеппа) — გორა ქალაქ ტაჯიკეთის კურგონტეპიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში. გორაზე შემორჩენილია VI—VIII საუკუნეების ბუდისტური მონასტრის ნანგრევები.
აღმოჩენის ისტორია
რედაქტირებააჯინა-თეფეს ძეგლი არქეოლოგებმა პირველად აღმოაჩინეს 1959 წელს. ძეგლის, როგორც არქეოლოგიური ობიექტის დამუშავება დაიწყეს 1961 წლიდან. არქეოლოგიურ ობიექტზე სამეცნიერო კვლევა-ძიება და აღწერილობა ეკუთვნის სამხრეთ ტაჯიკეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს ბორის ლიტვინსკის. გათხრებისას აღმოჩენილი მასალები განეკუთვნება ბუდისტურ მონასტერს. გეგმის მიხედვით მონასტერი შედგება ორი სწორკუთხა ეზოსაგან, რომლის გარშემოც მდებარეობდა მონასტრის სიწმინდეები, კელიები და სხვა ობიექტები. ერთ-ერთ ეზოში განთავსებულია რელიგიური სიწმინდეების ბუდისტური საცავი სტუპა. აჯინა-თეფეზე აღმოჩენილია მოხატულობის ნიმუშები და თიხის ქანდაკებები, მათ შორის 12-მეტრიანი ბუდას გამოსახულება. ბუდა გამოსახულია მწოლიარე მდგომარეობაში, რომელიც წევს მარჯვენა მხარზე. მსგავსი ფიგურები დამახასიათებელია ნირვანაში მყოფი ბუდას ქანდაკებებისთვის.
აჯინა-თეფეს არქიტექტურაში და მშენებლობაში შეინიშნება ინდური ელემენტებისა და თოხარისტანის ადგილობრივი ტრადიციის გავლენა.
აჯინა-თეფე შეტანილიაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[1][2]. ბუდას 12-მეტრიანი ქანდაკება ამჟამად ინახება ტაჯიკეთის სიძველეთა ეროვნული მუზეუმის საცავებში, ქალაქ დუშანბეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новикова Л. П. Проблемы реставрации Будды в нирване // Материальная культура Таджикистана. Вып. 3. Душанбе, 1978.
- Litvinsky В. A. Outline History of Buddhism in Central Asia. Moscow, 1968.
- Taddei M. A Note on the Parinirvana Buddha at Тара Sardar (Ghazni, Afghanistan) // South Asian Archaeology, 1973. Leiden, 1974.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Буддийский монастырь Аджина-тепа в Таджикистане признан Памятником Всемирного наследия
- Аджина-Тепе (Буддийский монастырь) დაარქივებული 2009-04-03 საიტზე Wayback Machine.
- Консервация Аджина Тепа близка к завершению.[მკვდარი ბმული]
- «Сохранение Аджина Тепа — успешная стадия реализации.»[მკვდარი ბმული], unesco.kz, 11 сентября 2007 года
- Фоминых В. А. «Реставрационная реконструкция монументальной глиняной статуи будды в нирване из Аджина-тепа» დაარქივებული 2017-07-09 საიტზე Wayback Machine.
- Выделен грант на реставрацию «Будды в нирване»