ტატრების ეროვნული პარკი (სლოვაკეთი)
ტატრების ეროვნული პარკი (სლოვაკ. Tatranský národný park; აბრ. TANAP) — ერთ-ერთი სლოვაკეთის ცხრა ეროვნული პარკიდან და უდიდესი მათ შორის. მდებარეობს ჩრდილო-ცენტრალურ სლოვაკეთში, ტატრების მთების ტერიტორიაზე. პარკის მნიშვნელობას განაპირობებს მასში დაცული ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი და ენდემური სახეობები, მათ შორის ტატრების არჩვი.
ტატრების ეროვნული პარკი Tatranský národný park | |
---|---|
მდებარეობა | ჟილინის მხარე, პრეშოვის მხარე - სლოვაკეთი |
ფართობი | 73 800 ჰა (738 კმ2) |
დაარსდა | 1949 წ. |