ტატო აბუსელიძე
ტატო აბუსელიძე (დ. 16 მარტი, 1993) — ქართველი ფეხბურთელი, ლიგა 3-ის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ თავდამსხმელი. საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა ბათუმის „ადელის“, ბათუმის „დინამოს“, ოზურგეთის „მერცხალის“, ქობულეთის „შუქურას“, ზუგდიდის „დინამოს“ და „ბეთლემის“ ღირსებას. 2023 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი „ბეთლემის“ შემადგენლობაში.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ამირან აბუსელიძე | ||
დაბადების თარიღი | 16 მარტი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველო | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | გონიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2012 | ადელი ბათუმი | 14 | (6) |
2012–2014 | დინამო ბათუმი | 24 | (8) |
2013–2014 | → დინამო-2 ბთ. | 6 | (5) |
2014–2015 | დინამო ბათუმი | 21 | (1) |
2016 | მერცხალი | 10 | (2) |
2018 | დინამო ბათუმი | 24 | (3) |
2019 | შუქურა | 15 | (4) |
2020 | ზუგდიდი | 17 | (2) |
2023 | ბეთლემი | 26 | (28) |
2024– | გონიო | 12 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაბათუმის „ადელი“
რედაქტირებაპროფესიონალური კარიერა 2011 წელს ბათუმის „ადელის“ რიგებში დაიწყო, რომლის მაისურითაც პირველად იმავე წლის 23 აგვისტოს, ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის „ადელი“ და ლანჩხუთის „გურია“ დაუპირისპირდნენ, ბათუმში გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა.[2]
პირველი გოლი 4 სექტემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა, როდესაც ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე ვანის „სულორს“ უმასპინძლეს. მატჩი „ადელის“ გამარჯვებით — 4–0 დამთავრდა. ოთხიდან ორი გოლი „სულორის“ კარში ტატო აბუსელიძემ შეაგდო.[3]
მეორე დუბლი აბუსელიძემ 12 ნოემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის „ზოოვეტს“ შეუსრულა, როდესაც ბათუმელებმა საშინაო შეხვედრაში სტუმრებს 3–2 მოუგეს.[4]
„ადელის“ შემადგენლობაში ბოლოჯერ 2011 წლის 27 ნოემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის კალენდარულ მატჩში, სოხუმის „აეტის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა კვლავ ბათუმში გაიმართა და ამჯერადა „ადელის“ გამარჯვებით 5–1 დასრულდა. ხუთიდან ერთი ბურთი ტატო აბუსელიძემ მატჩის 43-ე წუთზე შაგდო.[5]
„ადელის“ რიგებში ეროვნული ლიგა 2-ის ფარგლებში სულ 14 მატჩი ჩაატარა და 6 ბურთი შეაგდო.
ბათუმის „დინამო“
რედაქტირება„ადელიდან“ წამოსვლის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ განაგრძო საკლუბო კარიერა, სადაც 2012–2014 წლებში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. იმავე პერიოდში ბათუმის „დინამოს“ მეორე გუნდში 6 მატჩი ითამაშა და ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარები.
2014–2015 წლების სეზონიც კვლავ ბათუმის „დინამოში“ გაატარა და 21 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, გასვლაზე ლანჩხუთის „გურიასთან“ გამართულ შეხვედრაში.
ოზურგეთის „მერცხალი“
რედაქტირება2016 წელს ოზურგეთის „მერცხალში“ გადაინაცვლა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის 10 შეხვედრაში ორი ბურთი შეაგდო, 15 მარტს „გაგრასთან“ და 4 აპრილს „ბეთლემთან“ გამართულ მატჩებში.
მომდევნო წლები
რედაქტირება2023 წლის 12 ლიგა 4-ის გათამაშების მე-15 ტურის მატჩში „მცხეთა-პარკზე“ „ალგეთმა“ „ბეთლემს“ უმასპინძლა. შეხვედრა „ბეთლემის“ გამარჯვებით 5–2 დასრულდა. ხუთიდან ოთხი გოლი „ალგეთის“ კარში ტატო აბუსელიძემ გაიტანა.[6]
2023 წლის ლიგა 4-ის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის წოდება 28 გატანილი გოლით ტატო აბუსელიძემ მოიპოვა.
2024 წლიდან საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ შემადგენლობაშია.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ამირან აბუსელიძე // erovnuliliga.ge
- ↑ Adeli 0–0 Guria / Erovnuli Liga 2 // soccerway
- ↑ Adeli 4–0 Sulori / Erovnuli Liga 2 // soccerway
- ↑ Adeli 3–2 Zooveti / Erovnuli Liga 2 // soccerway
- ↑ Adeli 5–1 Aeti / Erovnuli Liga 2 // soccerway
- ↑ ალგეთი 2–5 ბეთლემი // liga.gff.ge
- ↑ „გონიომ“ თურქეთში შეკრება დაიწყო