ტატიანა ოსტაშჩენკო
ტატიანა ოსტაშჩენკო (დ. აგვისტო, 1974, ლვოვი, უკრაინა) — უკრაინელი სამხედრო ექიმი. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური 2021 წლის 30 ივლისიდან, სამედიცინო სამსახურის ბრიგადის გენერალი. პირველი ქალი უკრაინის ისტორიაში, რომელიც ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, ასევე პირველი ქალი ბრიგადის გენერლის რანგში.[1][2][3]
ტატიანა ოსტაშჩენკო | |
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაური | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 30 ივლისი 2021 |
პრეზიდენტი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცებულია |
დაბადებული | აგვისტო 1974 (47 წლის) ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | უკრაინა |
განათლება | დანილო ჰალიცკის სახელობის ლვოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი |
წოდება | ბრიგადის ჰენერალი, პოლკოვნიკი |
საქმიანობა | სამხედრო ექიმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებატატიანა ოსტაშჩენკო დაიბადა 1974 წლის აგვისტოში ლვოვში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.
1996 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი (ახლანდელი დანილო ჰალიცკისსახელობის ლვოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი). 1998 წელს დაამთავრა უკრაინის სამხედრო სამედიცინო აკადემია.
1998 წლიდან მსახურობდა ჯარში და ეკავა შემდეგი თანამდებობები:
- სამხედრო ნაწილის აფთიაქის უფროსი;
- დასავლეთის ოპერატიული სარდლობის სამხედრო სამედიცინო დეპარტამენტის ოფიცერი;
- უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო სანიტარიული სამმართველოს სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის უფროსი;
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო დირექტორატის დეპარტამენტისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო თანამშრომლობისა და სამშვიდობო ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსი;
- სამხედრო-სამედიცინო მთავარი სამმართველოს სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსი;
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექციის მთავარი ინსპექტორი.
2020 წელს მან აიმაღლა ოპერატიულ-ტაქტიკური მომზადების დონე ნატოს ეგიდით გამართულ კურსებზე, ასევე გაიარა კურსები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმისა და სტრატეგიული ლიდერობის შესახებ კრანფილდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი).
2021 წლის 30 ივლისს დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო ძალების მეთაურად. ტატიანა ოსტაშჩენკო გახდა შეიარაღებული ძალების ცალკეული ფილიალის პირველი ქალი მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების ისტორიაში, ისევე როგორც პირველი ქალი — უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი. [4][5][6]
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა განაცხადა:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Тетяна Остащенко стала першою жінкою-бригадним генералом ЗСУ[მკვდარი ბმული] // Радио Свобода, 25 августа 2021 (უკრ.)
- «Призначено першу жінку-командувача у Збройних Силах України», — Андрій Таран // Сайт Министерства обороны Украины, 30 июля 2021. (უკრ.)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "For the first time in history: Armed Forces now have a female commander"[მკვდარი ბმული]. Rubryka. 2021-07-30. Retrieved 2022-03-08.
- ↑ "Ukraine Army sees first woman brigadier general"[მკვდარი ბმული]. Ukrinform. 2021-08-26. Retrieved 2022-03-08.
- ↑ "Ukraine will receive a Role II field hospital from Estonia". Militarnyi. Retrieved 2022-03-08.
- ↑ Указ президента Украины от 24 серпня 2021 года № 427/2021 «Про присвоєння військового звання» (უკრ)
- ↑ 47-річна львів’янка стала першою бригадною генералкою ЗСУ[მკვდარი ბმული], zaxid.net, 25 серпня 2021 (უკრ.)
- ↑ В украинской армии женщину впервые назначили на должность командующего. РИА Новости (30 июля 2021). (რუს.)