ტათევი
ტათევის მონასტერი (სომხ. Տաթև) — სომხური ეკლესიის მონასტერი, მდებარეობს სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს, ერევნიდან 280 კმ-ში.
ტათევის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 39°22′45″ ჩ. გ. 46°15′00″ ა. გ. / 39.37917° ჩ. გ. 46.25000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
მუნიციპალიტეტი | სიუნიქის პროვინცია |
ადგილმდებარეობა | ტათევი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ჯვარ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 906 |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. XIII საუკუნეში მონასტერი იღებდა გადასახადს 680 სოფლიდან და ყოველნაირად ცდილობდა თავისი გავლენის გაზრდას, რამაც რამდენიმეჯერ გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. მონასტერთან მოქმედებდა ბიბლიოთეკა, სკრიპტორიუმი, უნივერსიტეტი.
1921 წლის 27 აპრილს მონასტერში გამართულ სხდომაზე გამოცხადდა დაშნაკური სომხეთის მთიანი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ძლიერად დაზიანდა 1931 წლის მიწისძვრის დროს. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია[1]
2010 წლიდან დაიწყო მონასტრის აღდგენის პროექტი, რომლის პირვველი შედეგიც იყო, მსოფლიოში ყველაზე გრძელი (5,7 კმ.) საბაგირო გზის აშენება. დღესდღეობით მონასტერი არ მოქმედებს; ხორციელდება აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. მონასტერში შესვლა შეზღუდული არ არის.
მონასტრის შენობები
რედაქტირებაკომლექსის ნაწილია გრიგორის კამაროვანი დარბაზი (836-848 წწ), პეტროსისა და პოღოსის ჯვაროვან-გუმბათოვანი დარბაზული ნაგებობა, რომლის ოთხივე კუთხეში ეგვტერია და რომელიც მოხატულია X საუკუნეში, ჭიშკარზე დაშენებული ასტვაწაწინის დარბაზული ეკლესია (XI ს.) და სხვა.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 637.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official Site დაარქივებული 2017-12-14 საიტზე Wayback Machine.
- Wings of Tatev for iPhone, iPod touch, and iPad on the iTunes App Store
- Wings of Tatev | developWay CJSC დაარქივებული 2021-07-18 საიტზე Wayback Machine.
- Article Armeniapedia.org: Tatev Monastery
- 3D Virtual Model of Tatev Monastery დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
- TATEV MONASTERY. 3600 Panorama დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Seasons, weather and climate in Tatev