ტათევის საბაგირო გზა

ტათევის საბაგირო გზა (სომხ. Տաթևի թևեր) — 5.7 კმ (3.5 ) სიგრძის საბაგირო გზა სომხეთში, სოფელ ჰალიძორსა და ტათევის მონასტერს შორის. იგი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი სადგური (ზემო სადგური ტათევში, ქვემო ჰალიძორში). შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე გრძელი, უწყვეტი, ორმაგი საბაგირო გზა[1]. კონსტრუქციის შენება დასრულდა 2010 წლის 16 ოქტომბერს.

ტათევის საბაგირო გზის კაბინა
ქვედა სადგური „ჰალიძორი“
ზემო სადგური „ტათევი“

მდებარეობს სომხეთის სამხრეთ ნაწილში, ირანის საზღვართან ახლოს. იწყება სოფელ ჰალიძორის მთავარი გზატკეცილიდან, რომელიც აკავშირებს სოფელს ერევანთან და სრულდება სოფელ ტათევში IX საუკუნის ტათევის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს.

საბაგიროს გააჩნია ორი კაბინა, თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს 25 მგზავრი. კაბინა ავითარებს 37 კმ/სთ სიჩქარეს, ერთ გზის გავლას 10 წუთი სჭირდება. ყველაზე მაღლა საბაგირო 320 -ზე (1050 ფტ) ადის. ადგლილობრივ მოსახლეებს მგზავრობა 500 სომხურ დრამად შეუძლიათ ($ 1.20), სხვებმა კი ერთ გზაში 4000 დრამი ($9.80) უნდა გადაიხადონ.

საბაგირო გზის აშენება $18 მილიონი დაჯდა, თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი კერძო შემოწირულობებია. 2010 წელს საბაგირო გზის გახსნას დაესწრო სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II, 7 ადგილობრივ ბავშვთთან ერთად. მათ პირველად გაირეს ეს გზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • „Longest cable car links Armenian monastery“. Euronews. 2010-10-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  • „Armenia opens aerial tramway aspiring to be named the world's longest“. Hurriyet Daily News and Economic Review. 2010-10-18. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  • „World's longest cable car line opens to Armenia“. The Jakarta Globe. 2010-10-16. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  • „World Longest Tramway?“. CNN. 2010-09-06. ციტირების თარიღი: 23 August 2011.
  • Wings of Tatev in Guinness Book of Records (video) | Armenia News - NEWS.am
  1. Longest non-stop double track cable car. Guinness World Records. ციტირების თარიღი: 23 August 2011.