ტარჰუანა
ტარჰუანა (არაბ. ترهونة) — ქალაქი ლიბიაში, ტრიპოლიდან 65 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ელ-მაღრაბის რაიონში. სახელი მომდინარეობს მისი რომაელებამდელი მაცხოვრებლების, ბერბერებისაგან. XIX საუკუნიდან XX საუკუნის შუა წლებამდე მას ელ-ბოირათი ერქვა, ამჟამინდელი სახელი კი ლიბიის დამოუკიდებლობის შემდეგ ეწოდა. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 13 264 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |
---|---|
ტარჰუანა არაბ. ترهونة | |
ქვეყანა | ლიბია |
რეგიონი | ტრიპოლიტანია |
რაიონი | ელ-მაღრაბი |
კოორდინატები | 32°07′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. / 32.11667° ჩ. გ. 20.06667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 393 მ |
მოსახლეობა | 13 264 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ტარჰუანის ტომს მიეკუთვნება, რომელსაც მუამარ კადაფის რეჟიმი დიდად სწყალობდა. 2011 წლის აგვისტოს ბოლოს, ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ტარჰუანაში შესულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას ადგილობრივები სხვადასხვა განწყობით შეეგებნენ.[2] ცნობილია, რომ მუამარ კადაფის, ხამის კადაფი ტარჰუანასთან მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Tarhuna, Libya" Falling Rain Genomics, Inc.
- "Photo gallary of al_allagi"
- "Photo gallary of al_Maradi"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Data from World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-04. ციტირების თარიღი: 2012-12-04.
- ↑ "Gadhafi loyalists remain firm." დაარქივებული 2012-05-23 საიტზე Wayback Machine. Concord Monitor/AP, 31 August 2011. Retrieved 2011-08-31.
- ↑ http://www.dailymail.co.uk/news/article-2032801/Khamis-Gaddafi-killed-Rebels-took-vengeance-despite-car-armoured-like-tank.html