ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი

ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი (ესტ. Tartu Ülikooli peahoone) — კულტურული ძეგლი [1] ესტონეთის ქალაქ ტარტუში. ესტონეთში კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი. შენობა ააგეს 1804-1809 წლებში, არქიტექტორ იოჰან ვილჰელმ კრაუზეს პროექტით, ყოფილი მარიინსკის ეკლესიის ადგილზე. მშენებლობის ნებართვა მიიღეს 1799 წლის მაისში. ფასადის ცენტრში ექვსი დორიული სვეტია.

შენობაში ასევე განთავსებულია უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი.

შენობა ააგეს 1804-1809 წლებში ახლად დაარსებული დორპატის უნივერსიტეტისთვის, არქიტექტორ იოჰან ვილჰელმ კრაუზეს დიზაინის მიხედვით, მარიინსკის ეკლესიის ნანგრევების ადგილზე და გაიხსნა 1809 წლის 3 ივლისს. მოგვიანებით შენობას მიემატა ფლიგელები (1856-1859) და უნივერსიტეტის ეკლესია.

1965 წლის 21 დეკემბრის ღამეს შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც გაანადგურა 900 კვადრატული მეტრი (ძირითადი შენობის საერთო ფართი 6255 კვადრატული მეტრია). შენობა აღადგინეს 1966 წლის 1 სექტემბრისთვის, მაგრამ სააქტო დარბაზის აღდგენა გაგრძელდა 1967 წლის 28 აპრილამდე.[2]

არქეოლოგიური კვლევა

რედაქტირება

მთავარი შენობა ააგეს ყოფილი ეკლესიის ნანგრევებზე. მშენებლობის დროს იპოვეს ადამიანის ნეშთები და დაკრძალეს ეკლესიის სასაფლაოზე. ხელახალი დაკრძალვის ადგილზე კრაუზეს დიზაინის მიხედვით, ამ ადამიანების საპატივსაცემოთ დაიდგა ძეგლი. 2010 წელს მთავარი შენობისა და ძველი Chemicum-ის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას, წმინდა მარიამის ეკლესიის უძველეს სასაფლაოზე ახალი ნეშთები აღმოაჩინეს.[3]

მემორიალური დაფები და ძეგლები

რედაქტირება

ჩრდილოეთ ფრთის ბოლოს მემორიალური დაფაა, ქიმიკოს ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდის პატივსაცემად, რომელიც ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, რომელიც ასწავლიდა ტარტუში. სამხრეთის ფრთის ბოლოს ამშვენებს დაფა სტეფანე ბატორის პატივსაცემად, რომელმაც ქალაქს უბოძა ახლანდელი დროშა და დააარსა უნივერსიტეტის წინამორბედი — იეზუიტური გიმნაზია. შენობის უკან სამეფო მოედანზე მდებარეობს მეფე გუსტავ II ადოლფის ომამდელი ძეგლის ასლი, რომელმაც დააარსა გუსტავიანის აკადემია 1632 წელს.

  1. 6913 Tartu Ülikooli peahoone, 1802.-1809. a. ციტირების თარიღი: 2019-05-03
  2. Ando Leps. The fire at the university. This year marks 45 years of fire to the main building of the University of Tartu. ციტირების თარიღი: 2017-03-14
  3. Юри Саар. (2010-08-16) Археологи нашли множество скелетов. ციტირების თარიღი: 2017-03-14