სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რამადანი.

ტარიქ რამადანი (არაბ. طارق رمضان‎; დ. 26 აგვისტო 1962, ჟენევა, შვეიცარია) — შვეიცარიელი ინტელექტუალი, ფილოსოფოსი, თეოლოგი, აკადემიკოსი, პოეტი და მწერალი. რამადანი არის თანამედროვე ისლამის კვლევის პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. რამადანი ცნობილია, როგორც ისლამური ტექსტების ხელახალი ინტერპრეტაციის მომხრე. ჟურნალი American Foreign Policy-ს მიერ 2008 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ პროფესორი რამადანი მსოფლიოს წამყვანი 100 ინტელექტუალის სიაში 49-ედ დაასახელა.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • "მნიშვნელობის ძებნა: პლურალისტური ფილოსოფიის განვითარება" (2010), ISBN 978-0-14-191957-7
  • "რაც მე მწამს" (2009), ISBN 978-0-19-538785-8
  • "რადიკალური რეფორმა: ისლამური ეთიკა და ლიბერაცია" (2009) , ISBN 978-0-19-533171-4
  • "წინასწარმეტყველის კვლადაკვალ: გაკვეთილები მუჰამედის ცხოვრებიდან" (2007), ISBN 978-0-19-530880-8
  • "დასავლელი მუსლიმები და ისლამის მომავალი" (2004), ISBN 0-19-517111-X
  • "ისლამი, დასავლეთი და თანამედროვეობის წინაღობა" (2001), ISBN 0-86037-311-8
  • "ევროპელ მუსულმანად ყოფნა" (1999), ISBN 0-86037-300-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 100 წამყვანი გლობალური მოაზროვნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-09. ციტირების თარიღი: 2010-11-14.