ტარიელ მდივნიშვილი

ქართველი ინჟინერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტარიელ მდივნიშვილი (დ. 17 მარტი, 1938, თბილისი — გ. 1996) — ქართველი ინჟინერი.

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობაის სპეციალობით.

1961-1964 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“. 1964-1975 წლებში საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს №5 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს საგზაო-სარემონტო პუნქტის უფროსად, ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1976-1988 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სახელმწიფო გზების სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარ ინჟინერი, უფროსი და კოლეგიის წევრი. 1988-1990 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სამმართველოს უფროსი. 1990-1996 წლებში საავტომობილო გზების სახელმწიფო კონცერნ „საქავტოგზის“ თავმჯდომარის მოადგილე. სახელმწიფო გაერთიანება „საქავტოგზის“ უფროსის მოადგილე. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება