ტარზანი (1999 წლის ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან ტარზანი (ანიმაციური ფილმი))

ტარზანი (ინგლ. Tarzan) — Walt Disney Feature Animation-ის 1999 წლის ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Buena Vista Pictures Distribution. ეს არის დისნეის რიგით 37-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. ფილმი ეფუძნება ედგარ რაის ბეროუზის ნაწარმოებს, რომელთა მთავარი პერსონაჟია მაიმუნებთან ერთად აღზრდილი მამაკაცი, ტარზანი. რეჟისორები არიან კრის ბაკი და კევინ ლიმა, ხოლო სცენარის ავტორები — ტებ მერფი, ბობ ცუდიკერი და ნონი უაიტი. ტარზანის პერსონაჟებს ახმოვანებენ ტონი გოლდუინი, მინი დრაივერი, გლენ კლოუზი, როზი ო'დონელი, ლენს ჰენრიკსენი, უეინ ნაიტი და ნაიჯელ ჰოუთორნი.

„ტარზანი“
რეჟისორი
პროდიუსერი ბონი არნოლდი
ეფუძნება მაიმუნების შვილობილი ტარზანი
ედგარ რაის ბეროუზი
როლებში
მუსიკა მარკ მანჩინა
მონტაჟი გრეგორი პერლერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
პრემიერა
  • 12 ივნისი, 1999 (1999-06-12) (El Capitan Theatre)
  • 16 ივნისი, 1999 (1999-06-16) (აშშ)
ხანგრძლივობა 88 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 130 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 448.2 მილიონი აშშ დოლარი [2]

ტარზანის წარმოება დაიწყო 1995 წელს, როდესაც კევინ ლიმა რეჟისორად დანიშნეს[3]. მას იმავე წელს კრის ბაკი შეუერთდა. ბობ ცუდიკერი, ნონი უაიტი და დეივ რეინოლდსი პროექტს შეუერთდნენ ტებ მერფის მიერ მომზადებული სცენარის პირველი ვერსიის შემდეგ და მასში იუმორის ელემენტები შეიტანეს. ფილ კოლინზი მუშაობდა ფილმის საუნტრეკის ნაწილზე, ხოლო ძირითად მუსიკას კომპოზიტორი მარკ მანჩინა წერდა. გარდა ამისა, გუნდი მუშაობდა უგანდაში და კენიაში, სადაც სწავლობდა გორილების მოძრაობებს და ქცევას. ანიმაციის ძირითადი ნაწილი შესრულდა კალიფორნიაში, ორლანდოში და პარიზში, Deep Canvas-იც, რომელიც შემქმნელებს სამგანზომილებიანი ფონების შემუშავების საშუალებას აძლევდა.

ტარზანი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, აღნიშნავს რა ანიმაციური ნაწილი და მუსიკა. 130 მილიონი დოლარის ბიუჯეტით (რომელიც იმ დროისთვის დისნეის ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად ითვლებოდა), მან შემქმნელებს 448.2 მილიონი დოლარი მოუტანა და იქცა 1999 წლის რიგით მეხუთე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. პოკაჰონტასის ეს აგრეთვე იყო დისნეის პირველი ფილმი, რომლის დებიუტი აშშ-ის კინოგაქირავებაში პირველი ადგილით შედგა.

ფილმის წარმატება მოჰყვა ბროდვეის მიუზიკლი, ტელესერიალი „ტარზანის ლეგენდა“ და ორი ანიმაციური ფილმი, რომელიც პირდაპირ ვიდეოზე გამოუშვეს - „ტარზანი და ჯეინი“ და „ტარზანი II“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tarzan. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 7, 2016. ციტირების თარიღი: January 30, 2015.
  2. 2.0 2.1 Tarzan (1999). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 11, 2011.
  3. Fulton, Rick. (September 17, 1999) Back to Basics: Disney Finally Makes the Ape Man the Kind. The Daily Record. TheFreeLibrary.com. ციტირების თარიღი: November 8, 2015.