ტარაპოტო — იგივე „პალმების ქალაქი“, ქალაქი ჩრდილოეთ პერუში, სან-მარტინის პროვინციის უმსხვილესი ქალაქი, პერუს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომერციული ცენტრი. მდებარეობს დედაქალაქ ლიმადან თვითმფრინავით 1 საათის საფრენ მანძილზე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე.

ქალაქი
ტარაპოტო
Tarapoto
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი სან-მარტინი
კოორდინატები 6°29′00″ ს. გ. 76°22′00″ დ. გ. / 6.48333° ს. გ. 76.36667° დ. გ. / -6.48333; -76.36667
დაარსდა 1782
ცენტრის სიმაღლე 350
მოსახლეობა 117, 184 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 462.63 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 042
ოფიციალური საიტი muniprovsanmartin.gob.pe
ტარაპოტო — პერუ
ტარაპოტო

ტარაპოტო 1872 წელს დააარსა ეპისკოპოსმა ბალთაზარ მარტინეს ხიმენეს დე კომპანიონმა. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 117, 184 კაცს (2007).

რეგიონის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტურიზმი. ასევე უკანონო ეკონომიკური საქმიანობა და ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკა“, რაც ძირითადად კოკაინით ვაჭრობაში გამოიხატება. ტარაპოტო რეგიონის მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც ამზადებენ პროფესიონალებს ტექნიკურ და აგრარულ სექტორში.

ტარაპოტო უამრავ ტურისტს იზიდავს. განსაკუთრებით განვითარებულია სათავგადასავლო ტურიზმი. ქალაქიდან ეწყობა ტურები ამაზონის ტყეებსა და ანდების მთებში. ტურისტებს ასევე იზიდავს საკმაოდ აქტიური ღამის ცხოვრება, ულამაზესი პეიზაჟები, გასაოცარი ჩანჩქერები, ლაგუნები. ფუნქციონირებს უამრავი სასტუმრო და რესტორანი. ქალაქს ემსახურება გილერმო დელ კასტილიო პარადესის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება