ტამბუკანის ტბა
ტამბუკანის ტბა, დიდი ტამბუკანი (რუს. Тамбукан) — მწარე-მლაშე ტბა რუსეთში. მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლის მხარისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიებზე, ქალაქ პიატიგორსკიდან 12 კილომეტრზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 548 მ. ზედაპირის ფართობი 1,7 კმ², მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ფსკერზე რაპის ქვეშ ლამიანი ტალახის სქელი ფენაა. ტბის ტალახს უმთავრესად იყენებენ კავკასიის მინერალური წყლების კურორტებზე ტალახით მკურნალობისას.
ტამბუკანის ტბა | |
---|---|
Тамбукан | |
ტამბუკანის ტბა | |
კოორდინატები: 43°57′ ჩ. გ. 43°09′ ა. გ. / 43.950° ჩ. გ. 43.150° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 548 მ |
ფართობი | 1,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Тамбукан: одно озеро — два подхода დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine.