ტამბოვის წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია

ტამბოვის წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Воздвижения Святого Креста) — კათოლიკური ეკლესია ქალაქ ტამბოვში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სარატოვის წმინდა კლიმენტის ეპარქიას. ეკლესია არის არქიტექტურის ძეგლი. ტაძარში მსახურობენ ვერბისტების ორდენის მღვდლები.

ტამბოვის წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია
ტამბოვის წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია — რუსეთი
ტამბოვის წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 52°42′50″ ჩ. გ. 41°27′30″ ა. გ. / 52.71389° ჩ. გ. 41.45833° ა. გ. / 52.71389; 41.45833
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტამბოვი, ტამბოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6800013000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1898-1903

წმინდა ჯვრის ამაღლების ეკლესია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ტამბოვი, კრონშტადტის ქუჩა, 14ა.

XIX საუკუნის ბოლოს ჩატარებული აღწერის მიხედვით ტამბოვში 682 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც აღიარებენ რომაულ-კათოლიკურ სარწმუნოებას. 1896 წლის ოქტომბერში ტამბოვის კათოლიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლის უმეტესობას ეთნიკური პოლონელები წარმოადგენენ, მიიღეს გადაწყვეტილება სახსრების შეგროვების შესახებ, რათა აეშენებინათ კათოლიკური ეკლესია.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1898 წლის სექტემბერში და მიმდინარეობდა მცირე ხნის განმავლობაში. 1903 წლის 25 მაისს ეკლესიაში უკვე აღევლინა ღვთისმსახურება, თუმცა ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობდა რამდენიმე წელი. ტაძარი ააგეს გოთიკურ სტილში წითელი აგურით, უხვადაა დეკორაციები გამოყენებული. ეკლესიასთან ერთად მის მახლობლად ააგეს ქვის ორსართულიანი სახლი, სადაც განათავსეს კათოლიკური საქველმოქმედო საზოგადოება, ბიბლიოთეკა და წინამძღვრის ოთახები.

1935 წელს ეკლესია დახურეს, ხოლო წინამძღვარს რეპრესიები შეეხო. ომის შემდგომ წლებში იყო მცდელობა ორღანი გადაეტანათ სხვა შენობაში, მაგრამ ორღანი ისე იყო დაშლილი, რომ მისის სხვა ადგილზე გადატანა არ შეიძლებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ეკლესია მიტოვებული იყო, შემდეგ კი გადაეცა ტამბოვის სარემონტო ქარხანას. ექსპლუატაციის დროს ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა საამქროდ, რამაც იგი ძალიან დააზიანა: ჩამოინგრა სამრეკლო, დამახინჯდა ფასადი, დაიტბორა სარდაფი, კედლები მჟავასაგან სერიზულად დაზიანდა.

1996 წელს ტამბოვში კვლავ ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა კათოლიკური მრევლი. 1997 წელს ეკლესიის შენობა გადაეცა მრევლს. გადაცემისთანავე დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, აღადგინეს შენობის ადრინდელი სახე. 1998 წლის შობის შემდეგ ჯვართამაღლების ეკლესიაში განახლდა ყოველდღიური ღვთისმსახურება.

ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს ზურაბ წერეთლის ქანდაკება „წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქედი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • А. А. Горелов, Ю. К. Щукин. Справочник-путеводитель «Тамбов» (юго-восточная часть), — Тамбов, 2003
  • В. А. Кученкова. Тамбовский костел Воздвижения Святого Креста, — Тамбов, 2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება