ტალი
ტალი (ნიდერლ. talie) — საკიდი ტვირთამწევი მოწყობილობა, რომელსაც აქვს ხელის, ელექტრული ან პნევმატიკური ამწევი. შედგება ჯალამბარისა და ურიკისაგან.
ხელის ტალი (ტვირთამწეობა — 0.1-10 ტ) არის სტაციონარული ან მოძრავი.
ელექტროტალს (ტვირთამწეობა — 0.25-10 ტ, აწევის სიმაღლე — 4-30 მ, ტვირთის აწევის სიჩქარე — 8-20 მ/წთ, მოძრაობის სიჩქარე — 20-30 მ/წთ) აქვს ერთ- ან ორრელსიანი სამოძრაო ლიანდაგი, ისრები, დახრა — 2°-მდე. ისეთ ელექტროტალს, რომელსაც ერთრელსიანი ურიკა აქვს, ტელფერი ეწოდება.
პნევმატიკურ ტალს (ტვირთამწეობა — 0.1 ტ) იყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების პირობებში შეუძლებელია ელექტროენერგიის გამოყენება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 644.