ჯალამბარი — მანქანა, რომელიც ტვირთს გადააადგილებს მოძრავი მოქნილი ელემენტის (ბაგირის ან ჯაჭვის) საშუალებით. ჯალამბარი არის სტაციონარული და გადასაძრავებელი, ხელის და მექანიკურამძრავიანი. ჯალამბარი შედგება კბილა, ჭიახრახნული, ფრიქციული, ღვედური გადამცემი მექანიზმებისა და მათი კომბინაციებისგან. დოლურ ჯალამბარს აქვს დოლი, ბაგირი და გადამცემი მექანიზმი. დოლს აბრუნებენ ხელით ან ძრავათი. ჯაჭვურ ჯალამბარში ჯაჭვს წევის ძალა გადაეცემა მბრუნავი ვარსკვლავათი. იყენებენ აგრეთვე ბერკეტულ ჯალამბარებს. ჯალამბარი გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი მანქანა სატვირთავ-განსატვირთი სამშენებლო, სამონტაჟო, სარემონტო და სხვა სამუშაოების დროს.

ლიტერატურა

რედაქტირება