Talgo 250
Talgo 250 (ქართ. ტალგო 250) — ესპანური კომპანია Patentes Talgo S.L.-ის მიერ წარმოებული ცვლადი და მუდმივი დენის ჩქაროსნული ელექტრომატარებლები. ესპანეთში ეწოდება RENFE S130. 2015 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დასრულების შემდეგ, ბაქო-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით სწორედ ეს მატარებლები ივლიან[3], რომელნიც ლიანდების ავტომატურად შეცვლის სისტემით, Talgo RD-ით იქნებიან აღჭურვილნი[4][5].
ტალგო 250 RENFE class 130 | |
---|---|
ძირითადი მონაცემები | |
აწყობის წლები | 2006 წლიდან - დღემდე |
წარმოებაშია | 2006 წლიდან |
ამწყობი ქვეყანა | ესპანეთი |
მწარმოებელი | Patentes Talgo S.L. |
აწყობილი შემადგენლობები | 45 |
ექსპლუატაციის ქვეყნები |
ესპანეთი უზბეკეთი |
ოპერატორი | RENFE, „სასკ“[1] „უზბეკეთის რკინიგზა“ |
ხაზის მომსახურება | მაგისტრალი ტაშკენტი-სამარყანდი |
ლიანდების სიგანე |
1435 მმ - 1668 მმ ესპანეთი 1520 მმ უზბეკეთი |
ექსპლუატაციაშია | 2006 წლიდან |
ტექნიკური მონაცემები | |
დენის ტიპი და ძაბვა საკონტაქტო ხაზში | 25 კვ, 50 ჰც - ცვლადი დენი და 3 კვ - მუდმივი დენი |
კონსტრუქციული სიჩქარე | 250-270 კმ/სთ[2] |
მაქსიმალური სამსახურო სიჩქარე | 250 კმ/სთ |
ვაგონების რაოდენობა შემადგენლობაში | 8-დან 11-მდე |
კომპოზიცია | სავარძლები |
მგზავრთტევადობა | 11 სავაგონო შემადგენლობაში 299 ად., სტანდარტულ 8 ვაგონიან შემადგენლობაში 236 |
ვაგონის სიგრძე | 20 მ |
სიგანე | 2,96 მ |
სიმაღლე | 4 მ |
ტარის მასა | 200 ტონიდან 245 ტონამდე |
ვაგონის მატერია | ალუმინის კომპოზიციური შენადნობები |
აჩქარება | 1.2 მ/წ2 |
ელექტრონული დამუხრუჭება | რეოსტატული |
სამუხრუჭე რეოსტატების სიმძლავრე | 2400 კვტ |
Talgo-ს RD სისტემა
რედაქტირებაTalgo-ს RD სისტემა გამოიყენება მატარებლის ბორბლებს შორის დისტანციის ავტომატიურად შესაცვლელად, ეს სისტემა 1968 წლიდან წარმატებით გამოიყენება Talgo-ს მატარებლებზე[6].
ბორბლებს შორის მანძილის შეცვლის პროცესი რევერსულია და ხორციელდება იმ დროს, როდესაც მატარებელი სხვადასხვა სიგანის ლიანდების კვეთისას გადის ლიანდაგზე დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობას[5].
Talgo RD-ის თანამედროვე სისტემები გამოიყენება ქანქარისებური (Talgo Pendular) სისტემით აღჭურვილ სამგაზვრო მატარებლებზე და ყველა სახის სატვირთო ვაგონებზე. ამ სისტემების წყალობით მატარებლებს თავისუფლად შეუძლიად იმოძრაონ 1435/1668 მმ სიგანის ლიანდებით დაწყებული 1520/1435 მმ სიგანის ლიანდებით დამთვრებული.
ლიანდების ავტომატურად შეცვლის პროცესი მატარებლის შეუჩერებლად, 15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ხდება[5].
მოდიფიკაციები
რედაქტირება- RENFE სერია 130: კომპანია Bombardier-ისგან. გამოიყენება რკინიგზის ლიანდების ორ ტიპზე და ძაბვის ორი სახეობის (3 კვ მუდმივი დენი/25 კვ ცვლადი დენი) გამოყენების შესაძლებლობით. სერია 45 შემადგენლობისგან შედგება.
- RENFE სერია 730: წინა მოდელის 15 შეცვლილი შემადგენლობა, დიზელის გენერატორებით მატარებლების ჰიბრიდიზაციის პერსპექტივით.
- სერია „უზბეკისტონ ტემირ იულარუ“ „აფროსიაბი“: კომპანია Ingeteam-ისგან, ლიანდების სიგანე 1520 მმ, იყენებს 25 კვ ცვლად დენს. სერია შედგება ორი შემადგენლობისგან.
ვაგონების შემადგენლობის სტრუქტურა
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირებაექსპლუატაციის ქვეყნები
რედაქტირება№ | ქვეყანა | მარშრუტი | ◄► | № | ქვეყანა | მარშრუტი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ესპანეთი | 2 | უზბეკეთი | ტაშკენტი-სამარყანდი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ განმარტება: სახელმწიფო-აქციონერული სარკინიგზო კომპანია
- ↑ Talgo 250. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2013-05-05.
- ↑ ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
- ↑ რკინის აბრეშუმის გზა — მატარებელი
- ↑ 5.0 5.1 5.2 Talgo RD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2013-05-05.
- ↑ http://www.talgo.com/pdf/t250_250H_en.pdf დაარქივებული 2011-09-15 საიტზე Wayback Machine. გვ.7