ტაკწანგ-ძონგი

(გადამისამართდა გვერდიდან ტაკცანგ-ძონგი)

კოორდინატები: 27°29′30″ ჩ. გ. 89°21′48″ ა. გ. / 27.49167° ჩ. გ. 89.36333° ა. გ. / 27.49167; 89.36333

ტაკწანგ-ძონგი ან პარო ტაკწანგი (ტიბ: སྤ་ཕྲོ་སྟག་ཚང་ ვაილი: spa phro stag tshang; སྤ་གྲོ་སྟག་ཚང་ ვაილი: spa gro stag tshang; ასევე ცნობილია, როგორც ვეფხვის ბუდე)[1], ზედა პაროს ხეობაში, კლდეზე მდებარე ცნობილი ჰიმალაური ბუდისტური ტაძრის კომპლექსია (ბჰუტანი). კომპლექსი პირველად 1692 წელს მმართველმა გიალცე ტენზინ რაბგიემ ტაკწანგ სენგე სამდუპის (སྟག་ཚང་སེང་སེང་གེ་བསམ་གྲུབ་) გამოქვაბულის გარშემო ააგო, სადაც, გადმოცემით, VIII საუკუნეში გურუ პადმასამბჰავა მედიტირებდა. პადმასამბჰავას მიეწერება ბჰუტანში ბუდიზმის გავრცელება და ქვეყნის მფარველი ღვთაებაა. ტაძარი აგებულია ზღვის დონიდან 3120 მეტრზე, პაროს ხეობის ფსკერიდან 700 მეტრზე.

ტაკწანგ-ძონგის ფოტოსურათი

სახელი, ვეფხვის ბუდე, დაერქვა ლეგენდის მიხედვით, რომლის თანახმადაც გურუ პადმასამბჰავა ვეფხვად ქცეულ თავის ცოლ იეშე ცოგიალზე ამხედრებული ამ გამოქვაბულში მივიდა. გამოქვაბულში ასევე მედიტირებდა მილარეპა. ტაძარს ხშირად სტუმრობდა ბჰუტანის მეფე - შაბდრუნგი.

1998 წლის 19 აპრილს ტაძარი მთლიანად დაიწვა და დაიღუპა რამდენიმე ბერი. 2005 წლისთვის ტაძარი აღადგინეს. პადმასამბჰავასადმი მიძღვნილი ცნობილი დღესასწაული ცეჩუ პაროს ველზე აღინიშნება მარტსა და აპრილს შორის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lopen Kunzang Tinley. Seeds of Faith: A Comprehensive Guide to the Sacred Places of Bhutan. KMT Publishers, გვ. 121-130. ISBN 9993622427.