ტაიფუნი (პერსონაჟი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტაიფუნი (დეივიდ დრეიკი) DC Comics ერთ-ერთი პერსონაჟი, ბოროტმოქმედი, რომელიც შექმნეს მწერალმა ჯერი კონუეიმ და მხატვარმა ჯიმ სტარლინმა. პირველად გამოჩნდა კომიქსში Flash #294, (1981 წლის თებერვალი).

ტაიფუნი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC Comics
პირველი გამოჩენა Flash #294, (1981 წლის თებერვალი)
ავტორ(ებ)ი ჯერი კონუეი, ჯიმ სტარლინი
დახასიათება
სრული სახელი დეივიდ დრეიკი
მოკავშირეები სუპერ ბოროტმოქმედების საიდუმლო საზოგადოება
შესაძლებლობა ამინდის მართვა
ფრენა
 
ტაიფუნი ებრძვის ფაიაშტორმს

დეივიდ დრეიკი იყო მეცნიერი-მკვლევარი, რომელიც ახალგაზრდა კოლეგასთან, მარტინ სტეინთან (ფაიაშტორმი) ერთად ბათისფეროს ახალი პროტოტიპის შექმნაზე მუშაობდა. დრეიკმა - კონტეინერის ჩონჩხი დაამზადა, სტეინმა კი შექმნა ბირთვული რეაქტორი - სფეროს ენერგიის წყარო. ბათისფეროს ”ნეპტუნის მკვლევარი” უწოდეს. კაპიტნად ანტონ ჰამერი დაინიშნა.

საცდელი მოგზაურობის დროს, როდესაც დრეიკი და სტეინი წყნარი ოკეანის სამხრეთით იმყოფებოდნენ, თავს უეცრად დატეხილმა ტროპიკულმა შტორმმა ხომალდის რყევა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შტორმი ხომალდის წევრებს დიდ საშიშროებას უქადდა, ჰამერმა განაგრძო გამოცდა. ამის შედეგად, სფერომ ჩაძირვა იწყო. სტეინი უმალვე ფაიაშტორმად გარდაიქმნა, ხომალდის გადარჩენის მიზნით. ამასობაში, აფექტში ჩავარდნილმა ჰამერმა დეივიდ დრეიკს ესროლა და დაჭრა, რადგანაც ხომალდიდან თავის დაღწევას ცდილობდა. დრეიკი ძირს დაეცა და კონტეინერიდან გასვლა ვერ მოახერხა. ექსპერიმენტულმა ბირთვულმა რეაქტორმა აფეთქება გამოიწვია, რომელმაც არა მხოლოდ გაანადგურა ხომალდი, ასევე შეცვალა დრეიკის გენეტიკური სტრუქტურა - მისი კანი ლურჯი გახდა, თმამ - წითელი ფერი მიიღო, ამასთან ერთად მან შტორმის, ქარის, ელვის წაროქმნისა და კონტროლის უნარი შეიძინა და სასტიკ ბოროტმოქმედად - ტაიფუნად გარდაიქმნა. იგი შეებრძოლა ფაიაშტორმს, რომელიც ეკიპაჟის გადარჩენას ცდილობდა. ფაიაშტორმი დაედევნა მას, სიდნეის თავზე წამოეწია და სუპერძალის მეშვეობით დაამარცხა. მიღებულმა შოკმა ტაიფუნი კვლავ დეივიდად აქცია. ფაიაშტორმმა იგი სიდნეის საავადმყოფოში მიატოვა, სადაც დრეიკი გამოჯანმრთელდა და მალევე გაეწერა. იმ დღიდან ტაიფუნი ფაიაშტორმის დაუძინებელი მეტოქე გახდა.

ძალები და შესაძლებლობები

რედაქტირება
 

ტაიფუნი წარმოქმნის ქარბორბალას სხეულის ქვედა ნაწილის ირგვლივ, რაც მას ფრენისა და ჰაერში გაჩერების შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია ხელის თითებიდან ელვის გატყორცნა, მძლავრი ელექტრული ბლასტების სახით, ასევე ტორნადოების წარმოქმნა, დამანგრეველი სიძლიერის მქონე შტორმის წარმოქმნა და მართვა ფართო დიაპაზონში. ტაიფუნს ასევე შეუძლია ზომაში ზრდა, იმის შესაბამისად, თუ რაოდენ დიდი ძალის მართვა უწევს მას, ერთხელ ცათამბჯენის სიმაღლესაც მიაღწია. ტაიფუნს სურვილისამებრ შეუძლია გარდაიქმნას დეივიდ დრეიკად და კვლავ დაუბრუნდეს პირვამდელ ფორმას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება