ბათისფერო
ბათისფერო (ბერძ. βαθύς — „ღრმა“ და σφαῖρα — „სფერო“) — წყალქვეშა დაკვირვებებისათვის განკუთვნილი ფოლადის სფერული კამერა. აღჭურვილია საზომი და წყალქვეშა სათვალთვალო აპარატურით, ჰაერის სარეგენერაციო სისტემით, ტელეფონით, სათვალიერებელი ილუმინატორებით. წყალში გემიდან უშვებენ გვარლის საშუალებით. ბათისფერო პირველად იტალიელმა მეცნიერმა ბალზამელომ გამოიყენა (1892 წელს ხმელთაშუა ზღვაში 165 მ სიღრმეზე ჩაეშვა). 1911 წელს ამერიკელმა ინჟინერმა გ. ჰარტმანმა ამავე ზღვაში 458 მ სიღრმეს მიაღწია. 1934 წელს ამერიკელმა უ. ბიბი და ო. ბარტონი ბათისფეროთი „პროგრესის საუკუნე“ ბერმუდის კუნძულებთან 923 მ სიღრმეზე ჩაეშვნენ. 1948 წელს ო. ბარტონმა გაუმჯობესებული ბათისფეროთი კალიფორნიის რაიონში 1360 მ სიღრმეს მიაღწია.
XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ოკეანოგრაფიული გამოკვლევებისა და ჩაძირული გემების ამოღებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამუშაოს შესრულების დროს ბათისფეროს ნაცვლად ჰიდროსტატს იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 147-148.