ტაიტაო
ტაიტაო (ესპ. Taitao) — ნახევარკუნძული სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩილეს სამხრეთში. სიგრძე დაახლოებით 124 კილომეტრი, სიგანე დაახლოებით 115 კილომეტრი, სიმაღლე 1200 მეტრამდე. ოფკის დაბალი ყელით მიერთებულია პატაგონიის ანდებთან; სამხრეთიდან გარს აკრავს პენიასის ყურე. ნაპირები ღრმადაა დასერილი ფიორდებით.[1]
ტაიტაო | |
---|---|
კოორდინატები: 46°30′ ს. გ. 74°25′ დ. გ. / 46.500° ს. გ. 74.417° დ. გ. | |
ქვეყანა | ჩილე |
სიმაღლე | 1200 მ |
სიგრძე | 124 კმ |
სიგანე | 115 კმ |
აკვატორია | პენიასის ყურე (წყნარი ოკეანე) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Тайтао // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 25 — М., 1976.