ტაგანროგის სომხურ-გრიგორიანული ტაძარი

ტაგანროგის სომხურ-გრიგორიანული ტაძარი (რუს. Армяно-Григорианский храм) — ყოფილი სომხურ-გრიგორიანული ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა ბერძნების ქუჩაზე 1929 წლამდე. მისი დანგრევის შემდეგ მის ადგილზე ააშენეს სამსართულიანი მრავალბინიანი სახლი (თანამედროვე ბერძნების ქუჩა № 62).

ტაგანროგის სომხურ-გრიგორიანული ტაძარი
ტაგანროგის სომხურ-გრიგორიანული ტაძარი — რუსეთი
ტაგანროგის სომხურ-გრიგორიანული ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხურ-გრიგორიანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1897

მიწის ნაკვეთი ბერძნების ქუჩაზე, ქვის კიბესთან ახლოს, სადაც შემდეგ განთავსდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია, ქალაქელებს აჩუქა მსხვილმა ბიზნესმენმა იაკობ მიხაილის ძე სერებრიაკოვმა 1895 წელს. ნიკოლოზ II-ის გამეფების აღსანიშნავად[1].

ეკლესიის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს 1897 წელს, 1900 წელს დაიწყეს მშენებლობა. ეკლესია დახურეს 1929 წელს და საბოლოოდ მისი დანგრევა დაიწყეს 1930 წელს.

1920-იანი წლების ბოლოს დახურული სომხურ-გრიგორიანული ტაძრის შენობაში განათავსეს მხატვარ-მოქანდაკეების სახელოსნო არტელი[2]. ამ სახელოსნოში თავის დროზე მუშაობდა ცნობილი მხატვარი ვალენტინა რუსო[2].

უკანასკნელ წლებში, შენობის დანგრევამდე, ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა ტაგანროგის ლუდსახარში ქარხნის ხორბლის საწყობად[3].

ეკლესიის მსახურნი

რედაქტირება

ტაძრის კურთხევის პერიოდში ეკლესიაში მღვდელი არ იყო. ღვთისმსახურის არჩევის დღედ დანიშნეს 1906 წლის 4 ივნისი. პასტორის ადგილის მსურველი ადამიანი ბევრი იყო, მათ შორის მამა იოანე ოქსენტიანცი და მამა ვართანიანცი. აღნიშნულ კრებაზე პასტორად ერთხმად აირჩიეს მამა იოანე სოფელ ეკატერინოვკიდან. ამ გავაწყვეტილების შემდეგ მოსახლეობა უკმაყოფილო დარჩა და მოითხოვეს მისი დაბრუნება ძველ ადგილზე. სასულიერო საზოგადოება შეხვდა მოსახლეობას, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვალეს. 24 სექტემბერს გაიმართა მეორე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა სომეხთა არქიმანდრიტი მუშე. კრებაზე ერთადერთ კანდიდატად განიხილებოდა მამა ვართანაიანცი სოფელ კრასნოვოდსკიდან. მამა იოანემ გაიარა სწავლების კურსი დონის ნახიჩევანის სომხურ სემინარიაში და მისი დასრულების შემდეგ დანიშნეს ეკატერინოვკის უფროს მასწავლებლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 80-84 — ISBN 5-87612-016-2.
  2. 2.0 2.1 Собств. корр. Люди и годы // Таганрогская правда. — 2009. — 6 марта.
  3. Емельянов С. Н. Армянская церковь // www.proza.ru. — 2009. — 7 апр.