ქვის კიბე (ტაგანროგი)

ქვის კიბე (რუს. Каменная лестница) — ტაგანროგის (როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. კიბე, რომელიც ბერძნების ქუჩას აკავშირებს ნავსადგურის ქუჩასთან და პუშკინის სანაპიროსთან. კიბის სიგრძეა 108 მეტრი, სიგანე — 6,5 მეტრი[1]. პროექტის ავტორია - არქიტექტორი ფრანც ბოფო[2]. მიეკუთვნება არიტექტურის ძეგლების სიას და შედის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.

ქვის კიბე
რუს. Каменная лестница
კოორდინატები 47°12′47″N 38°56′17″E / 47.213056° ჩ. გ. 38.938056° ა. გ. / 47.213056; 38.938056
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ფრანც ბოფო
გახსნის თარიღი 1823
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101222000

ქვის კიბე ააშენეს 1823 წელს ბერძნული წარმოშობის ტაგანროგელი მეცენატის გერასიმე დეპალდოს სახსრებით. პროექტის ავტორად ითვლება ფრანც ბოფო[2]. ვადიმ კუკუშინი, თავის ნაშრომში „ქვემო დონისა და აზოვისპირეთის არქიტექტურის ისტორია“ წერს:

 
„ტაგანროგში კიბის მშენებლობის იდეა ეკუთვნის პოდპოლკოვნიკ პ. მაკედონსკის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერი ანისიმოვი[3].“

პეტრე მაკედონსკი იყო სასამართლოს მრჩეველი, ტაგანროგის არქიტექტორი 1800-1830 წწ. ქალაქმშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე.

კიბე უკვე ფუნქციონირებას შეუდგა 1823 წლის 14 სექტემბრიდან. ქვის კიბეს თავდაპირველად ჰქონდა 13 უჯრედი და 142 საფეხური. ზედა ნაწილის სიგანე იყო 5,42 მ, ხოლო ქვემოთ მისი სიგანე იყო 7,12 მეტრი, სიგრძე კი — 113 მეტრი. არქიტექტორის ცანაფიქრის მიხედვით თუკი კიბეს ზემოდან ქვემოთ გადავხედავდით, იგი ერთი სიგანის გვეჩვენებოდა, ხოლო თუკი ქვემოდან ზემოთ ავხედავდით - გარკვეულწილად ვიწროვდებოდა. ეს ეფექტი მიიღეს კიბეების სხვადასხვა სიგრძის შედეგად, მოგვიანებით აღნიშნული სტრატეგია გამოიყენეს ოდესაში, პოტიომკინის კიბის მშენებლობისას[3].

კიბეების კაპიტალური რეკონსტრუქცია დაიწყო 1934 წელს. იგეგმებოდა 30 ანტიკური ფიგურის დადგმა. სამუშაოები დასრულდა 1935 წელს. დაიდგა 8 ქანდაკება. 30 ბერძნული და რომაული ვაზა, განათდა ნათურებით. კიბის დასასრულს სანაპიროზე მოეწყო ორი სკვერი, სადაც იყიდებოდა გამაგრილებელი სასმელები და ნაყინი.

2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა კიბეებს. კიბის მოაჯირები მოპირკეთდა გრანიტით[1]. ტაგანროგის ზოგიერთი მაცხოვრებელი თვლიდა, რომ კიბეს დაეკარგა ისტორიული კოლორიტი[4].

ზაფხულის პერიოდში კვირაში ერთხელ სახანძრო მილების დახმარებით წმენდენ კიბეებს[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Назаренко И. В. Каменная лестница // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 377. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 Собств. корр. Каменная лестница Таганрога стала частью легенды о русской Ассоль[მკვდარი ბმული] // Агентство Национальных Новостей. — 2006. — 19 сент.
  3. 3.0 3.1 Кукушин В. С. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГо, 1996. — С. 38. — ISBN 5-88616-027-2.
  4. Tyoha Реконструкция Старой Каменной лестницы[მკვდარი ბმული] // www.taganrog.ru. — 2003. — 22 мая.
  5. Проницательный Г. В Таганроге у каменной лестницы бывают «банные дни» // www.ruffnews.ru. — 2015. — 25 авг.