ტაგანროგის მზის საათი
ტაგანროგის მზის საათი (რუს. Солнечные часы) — მზის საათი როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში. დამზადებულია 1833 წელს. იგი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აღნიშნული ძეგლების სიაში შეიტანეს როსტოვის საოლქო საბჭოს სახალხო დეპუტატთა 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილების საფუძველზე.
ტაგანროგის მზის საათი რუს. Солнечные часы | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′46″N 38°56′15″E / 47.212735° ჩ. გ. 38.937486° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | 1833 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაძველი მზის საათები ტაგანროგში დაამონტაჟეს 1833 წელს ბერძნების ქუჩაზე ქვის კიბესთან ახლოს, რომელიც აერთებს ბერძნების ქუჩასა და პუშკინის სანაპიროს.
საათი დადგეს იმისათვის, რათა გაარკვიონ დრო ცაზე მზის ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ პერიოდისათვის ქალაქისთავი იყო ბარონი ოტო გერმანეს ძე ფრანკი. მზის საათი გვიჩვენებს ადგილობრივ ჭეშმარიტ დროს და არ ითვალისწინებს განსხვავებას ოფიციალურ დროსა და ადგილობრივ მზის დროს შორის. მზის საათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დღე და უღრუბლო ამინდში, როდესაც მეტალის სამკუთხედის ჩრდილი კარგად ჩანს. ამჟამად მზის საათი პრაქტიკულად არ გამოიყენება თავისი დანიშნულებით. საათი წარმოადგენს ტაგანროგის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლს.
აღწერა
რედაქტირებამზის საათი დგას რუხი ქვის კვარცხლბეკზე. მისი ძირითადი ელემენტია „გნომონი“ (მეტალისაგან დამზადებული ჩრდილის მაჩვენებელი). საათს გააჩნია ციფერბლატი, რომელიც დატანილია მარმარილოს ფილაზე, რომელიც თავის მხრივ დგას რვაკუთხა ქვის კვარცხლბეკზე. საათი რამდენიმეჯერ გაარემონტეს, რომლის დროსაც შეიცვალა გნომონი. საათი არ ითვალისწინებს ზამთრისა და ზაფხულის დროზე გადასვლას და პირიქით.
გნომონის როლს თამაშობს მეტალის სამკუთხედი. ციფრები 1-დან 12-მდე დაყოფილია, თოთოეული დანაყოფის ფასია 10 წუთი.
2006-2007 წლებში საათს ჩაუტარდა უკანასკნელი რესტავრაცია. ტაგანროგის მზის საათი არის ქვეყანაში მოქმედ საათებს შორის ყველაზე ძველი.
2000 წელს ტაგანროგში დააყენეს „ლემაკსის“ ფირმის მზის საათი, რომლის კონსტრუქტორია ვ. ივანოვი[1][2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Солнечные часы в Таганроге დაარქივებული 2017-03-22 საიტზე Wayback Machine.
- Старинные солнечные часы
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Часы Иванова В. А. в Таганроге. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-10-29.
- ↑ Парк культуры и отдыха. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-10-29.