სწროფავის საცხოვრებელი კომპლექსი

სწროფავის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სწროფავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმილომერზე მდინარე ფშავის არაგვის მარჯვნივ ნაპირას. განეკუთვნება განვითარებულ შუას საუკუნეებს. ფრაგმენტულად შემორჩენილი წრიული გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაგები. სხვაფასხვა ზომისა და კონფიგურაციის ერთმანეთთან დაკავშირებული რვა სათავსის კედლების ნანგრევებია, ერთ-ერთ სათავსში ნატეხი ქვით ამოშენებული წაკვეთილი კონუსის ფორმის სამეურნეო ხაროა. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილშიჩართულია ზურგიანი კოშკი, რომელსაც ზურგი გალავნის შიგნით აქვს მოქცეული.

ლიტერატურა

რედაქტირება