სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან სფმომა)

სან-ფრანცისკოს თამანედროვე ხელოვნების მუზეუმი (San Francisco Museum of Modern Art - SFMOMA) — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ლენდმარკია სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.

სფმომა (2004).

მუზეუმი გახსნა 1935 წელს დამფუძნებელი დირექტორის გრეის მაკკენ მორლის ხელმძღვანელობით როგორც „სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმი“ და ის პირველი მუზეუმი იყო დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ XX საუკუნის ხელოვნებას მიეძღვნა. არსებობის პირველი სამოცი წლის განმავლობაში მუზეუმს „სივიკ ცენტრის“ ომის ვეტერანთა მემორიალის შენობის ზედა სართულები ეკავა. დირექტორი ჰენრი ჰოპკინზის (1974-1986) პერიოდში მუზეუმს ტიტულში დაერთო „თანამედროვე“ 1975 წელს და საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა.

1995 წელს გაწეულ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციისა და ექსპანსიის შედეგად მუზეუმი მის ამჟამინდელ ადგილზე გადავიდა სომა-ს უბანში იერბა ბუენას ბაღებთან მარიო ბოტას პროექტის შესანიშნავ შენობაში. ამავე პერიოდში ნიუ-იორკის მომა-ს მიბაძვით მუზეუმმა „სფმომა“ დაირქვა. მის კოლექციებში ინახება ჯექსონ პოლოკის, რიჩარდ დიბენკორნის, პაულ კლეეს, მარსელ დიუშანის და ანსელ ადამსის მნიშვნელოვანი ნამუშევრები სხვა მრავალთა შორის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება