სუსუმანი
სუსუმანი (რუს. Сусуман) — ქალაქი რუსეთში, მაგადანის ოლქის, სუსუმანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბერელახის ნაპირზე. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ევენური „კუხუმანიდან“, რაც „ქარბუქს“ ან „მიწისპირა ქარს“ ნიშნავს. 2013 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 5313 ადამიანი. 1949-1956 წლებში აქ განლაგებული იყო სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შრომა-გასწორების ბანაკის მმართველობა. ქალაქია 1964 წლიდან.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სუსუმანი Сусуман | |||||
სუსუმანი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 62°47′00″ ჩ. გ. 148°10′00″ ა. გ. / 62.78333° ჩ. გ. 148.16667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1938 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 | ||||
ფართობი | 28 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 650 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 5313 კაცი (2013) | ||||
სასაათო სარტყელი | Magadan Time[1] და Vladivostok Time[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 41345 | ||||
საფოსტო ინდექსი | 686310 | ||||
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (unspecified title) — 2016.