სუპლინბურგები

(გადამისამართდა გვერდიდან სუპლინბურგული დინასტია)

სუპლინბურგები (ზუპლიბურგები; გერმ. Supplinburger) — გერმანული სამეფო დინასტია, რომელიც მართავდა საღვთო რომის იმპერიას 1125—1137 წლებში. დინასტიის სახელწოდება მომდინარეობს ქვემო საქსონიის ქალაქ ზუპლინგენბურგიდან. ისტორიულად სუპლინბურგები იყვნენ სალიკური დინასტიისა და ჰოენშტაუფენების ოპოზიციაში. დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო იმპერატორი ლოთარ II, რომლის მამაც, ჰებხარდ სუპლიბურგი, გარდაიცვალა 1075 წელს ლანგელზანცის ბრძოლაში საქსონიური აჯანყების დროს იმპერატორი ჰაინრიხ IV-ის წინააღმდეგ.

ლოთარის დამარხვის ადგილი სოფელ ლუტერში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება