სუპერგის ავიაკატასტროფა

(გადამისამართდა გვერდიდან სუპერგას ავიაკასტროფა)

სუპერგის ავიაკატასტროფა — კომპანია ალიტალიას კუთვნილი იტალიური ავიალაინერის Fiat G.212-ის ავიაკატასტროფა, რომელიც მოხდა 1949 წლის 4 მაისს, იტალიაში ქალაქ ტურინის სიახლოვეს სუპერგის მთაზე.

ტრაგედიის ადგილი

თვითმფრინავს ტორინოს საფეხბურთო კლუბის წევრები მოჰყავდა ლისაბონიდან, სადაც ისინი ამხანაგური მატჩის გასამართად იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი დაშვებისას სუპერგის ბაზილიკის უკანა საყრდენ კედელს დაეჯახა და ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა 31 ადამიანი, მათ შორის ოთხი თვითმფრინავის მომსახურე პერსონალი და ტორინოს გუნდის 27 წევრი, როგორც ფეხბურთელები, ასევე საწვრთნელი შტაბის წევრები. ყველა მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის მსოფლიოს მაშინდელი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვალენტინო მაცოლაც იმყოფებოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება