სუნიანიქალაქი განაში, ბრონგ-აჰაფოს რეგიონის დედაქალაქი და სუნიანის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქალაქი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 248 496 ადამიანს შეადგენს.[1][2]

ქალაქი
სუნიანი

სუნიანის ქოქოსის სახლი
ქვეყანა განის დროშა განა
რეგიონი ბრონგ-აჰაფო
კოორდინატები 7°20′00″ ჩ. გ. 2°20′00″ დ. გ. / 7.33333° ჩ. გ. 2.33333° დ. გ. / 7.33333; -2.33333
ფართობი 303 კმ²
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 248 496 კაცი (2012)
ოფიციალური საიტი http://www.sma.gov.gh/
სუნიანი — განა
სუნიანი

სუნიანი გარშემორტყმულია სამხრეთ აშანტის ტყიანი მაღლობებით. XIX საუკუნეში, ქალაქი ერთგვარ სადარაჯო პოსტად გამოიყენებოდა სპოლოებზე მონადირეთა მიერ. სახელი „სუნიანი“ მომდინარეობს აკანის ენის სიტყვა „ოსონოდან“, რაც სპილოს ნიშნავს.[3] 1924 წელს, ბრიტანეთის იმპერიის ხელისუფლებამ სუნიანი რაიონის მთავარ ქალაქად გამოაცხადა.[3] ქალაქ კუმასისთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის შემდეგ, სუნიანი კაკაოს, კოლას კაკლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დისტრიბუციის მნიშვნელოვანი კვანძი გახდა.[3] ამჟამად სუნიანი სუფთა ქალაქია საკმაოდ ძლიერი ეკონომიკით.[3]

განათლება

რედაქტირება

სუნიანში ფუნქციონირებს განის რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების უნივერსიტეტი, განის კათოლიკური უნივერსიტეტის კოლეჯი. გარდა ამისა, ქალაქში მდებარეობს ქვეყნის სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფილიალები. სუნიანში სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩადიან სასწავლებლად.

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქის ეკონიმიკა ძირითადად აგრარულ სექტორს ეფუძნება, რომელშიც მოსახლეობის 48%-ია ჩართული. მოსახლეობის დაახლოებით 24% მომსახურების სფეროშია დასაქმებული. მას მოსდევს კომერცია და მრწეველობა 15% და 13%-ით.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. World Gazetteer online. World-gazetteer.com.
  2. World City populations – Ghana
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Touring Brong Ahafo Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2016-08-18.