სუნ მეილინი

(გადამისამართდა გვერდიდან სუნგ მეილინგი)

სუნ მეილინი, ასევე ცნობილია როგორც მადამ ჩან კაიში (ჩინ. 宋美齡; დ. 5 მარტი, 1898, შანხაი, ცინის იმპერია — გ. 23 ოქტომბერი, 2003, ნიუ-იორკი, აშშ) — ჩინეთის რესპუბლიკის პირველი ლედი, გენერალსიმუსის და პრეზიდენტის, ჩან კაიშის მეუღლე. სუნმა დიდი როლი ითამაშა ჩინეთის რესპუბლიკის პოლიტიკაში. მისი და რესპუბლიკის დამაარსებლის, სუნ იატსენის ცოლი იყო. სუნი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. მას ეკავა მნიშვენლოვანი და საპატივცემულო თანამდებობები, მათ შორის ფუ ჯენის კათოლიკური უნივერსიტეტის თავჯდომარეობა. ჩინეთ-იაპონიის მეორე ომის დროს ის განაწყობდა ხალხს იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ. მეილინი 1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ატარებდა გამოსვლებს, რათა მოეპოვებინა მხარდაჭერა. სუნ მეილინი იყო ერთადერთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პირველი ლედი, რომელიც XXI საუკუნეში გარდაიცვალა.

სუნ მეილინი
სუნ მეილინი
ჩინეთის რესპუბლიკის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი 1948 – 5 აპრილი 1975
პრეზიდენტი  ჩან კაიში
მემკვიდრელიუ ციჰუნი

დაბადებული5 მარტი, 1898
შანხაი, ცინის იმპერია[1]
გარდაცვლილი23 ოქტომბერი, 2003 (105 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
პოლიტიკური პარტიაგომინდანი
მეუღლეჩან კაიში
შვილებიცან ცინგოო
ცან ვეიგო
რელიგიამეთოდიზმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The New York Times gives her place of birth as Shanghai, while the BBC and Encyclopædia Britannica give it as Wenchang, Hainan island (which was then part of Guangdong Province).