სუმბარი — მდინარე თურქმენეთსა და ირანში. მდინარე ათრაქის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 245 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 8 300 კმ². სათავე აქვს ირანში, ქოფედ-დაღის მთებში. ქვემო დინებაში დიდი ხნის განმავლობაში შრება. ძირითადად იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ყველაზე დიდი შენაკადია ჩანდირი. მდინარის წყლები გამოყენებულია სარწყავად. სუმბარის ხეობა სუბტროპიკული მებაღეობის რაიონია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება