სულხან-საბას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); დასაწყისი გიორგი ლეონიძის ქუჩიდან. თბილისის 1876 წლის გეგმაზე აღნიშნულია როგორც ირაკლის შესახვევი (ადრე ამ ადგილებში მეფე ერეკლე II-ის ბაღები იყო). ამ ქუჩაზე სეირნობდნენ მეფისნაცვლის სასახლის სეფექალები, ამიტომ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაერქვა ფრეილინის (ფრეილინა — სეფექალი) ქუჩა. 1923 წელს — საბა-სულხანის, 1948 წელს სულხან-საბას ქუჩა ეწოდა. ძირითადად განაშენენიანებულია ძველი თბილისის ბურჟუაზიის წარმომადგენელთა სახლებით. ქუჩის ბოლოში აღმართულია სკულპტურული კომპოზიცია „ცოდნის სვეტი“ (მოქანდაკე ვახტანგ ონიანი, არქიტექტორი ვახტანგ აბრამიშვილი). სვეტი დაიდგა 1981 წელს იმ ადგილას, სადაც ადრე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობა იყო.

სულხან-საბას ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი სოლოლაკი
წინა სახელები ირაკლის შესახვევი, ფრეილინის ქუჩა, საბა-სულხანის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება