სულიკო ფალავანდიშვილი

სულიკო ფალავანდიშვილი (დ. 22 დეკემბერი, 1938, თბილისი) — ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1963–1964 წლებში მუშაობდა მცხეთის კარსანის ტუბ. საავადმყოფოში. 1967–1970 წლებში იყო ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის ორდინატორი, 1971–1985 წლებში ასპირანტი. 1985–1987 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1987 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რცკს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 79 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 272

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება