სულიანა
სულიანა — ქალაქი პერუს ჩრდილო-დასავლეთით, სულიანას პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს რეგიონის დედაქალაქ პიურადან 38 კილომეტრით ჩრდილოეთით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სულიანა Sullana | |||
| |||
ქვეყანა | პერუ | ||
რეგიონი | პიურა | ||
კოორდინატები | 4°54′00″ ს. გ. 80°41′00″ დ. გ. / 4.90000° ს. გ. 80.68333° დ. გ. | ||
დაარსდა | 1783 | ||
ცენტრის სიმაღლე | 60 მეტრი | ||
მოსახლეობა | 162,500 კაცი (2005) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | +51-071 | ||
ოფიციალური საიტი | munisullana.gob.pe | ||
კლიმატი
რედაქტირებაზოგადად პროვინციაში კლიმატი ტროპიკულია, საშუალო 27 °C ტემპერატურით. მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +16 გრადუსს, მაქსიმალური +38, თუმცა ხშირია, როცა 42 გრადუსამდეც ადის. ქალაქი საზრდოობს მდინარე ჩირას წყლით. ახლომდებარე მინდვრები საკმაოდ ტენიანია. აქ მოშენებულია ძირითადად ტროპიკული კულტურები: ქოქოსის პალმა, ბანანი, ბრინჯი და ა.შ.
სულიანა, სან-მარტინისა და ტუმბესის რეგიონებთან ერთად, პერუს ბამბის კომერციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრია.
მოსახლეობა
რედაქტირებასულიანას მოსახლეობა შეადგენს 162 500 კაცს (2005). მოსახლეობის 40% დაუსაქმებელია და ჩართულის საოჯახო მეურნეობაში.
ისტორია
რედაქტირებაჩირას ხეობა ყოველთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ფერმერულ არეალს. ესპანელთა შემოჭრამდე, ეს ტერიტორია დასახლებული იყო სხვადასხვა ინდიელი ხალხებით: ტალანები, მოჩიკა, ჩიმუ, ინკები. კონტინენტის ამ ნაწილში, სწორედ ამ ხეობაში დააარსეს ესპანელებმა პირველი ქალაქი, 1532 წელს. შემდგომში მათ შეცვალეს ადგილობრივი ფერმერული სისტემა.
სულიანა დაარსდა მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, 1783 წლის 8 ივლისს, ეპისკოპოს ბალთაზარ ხაიმე მარტინეს დე კომპანიონ ბუფანდას მიერ. ამ უკანასკნელმა ქალაქს „ელ-პრინსიპი" დაარქვა.