მოჩიკა — უძველესი ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა თანამედროვე პერუს ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარეების ჩიკამის, ვირუს, სანტისა და ნეპენიის ხეობებში ახ.წ.-ის დასაწყისიდან VIII საუკუნემდე. კულტურის ცენტრი იყო მდინარე მოჩეს დაბლობში (აქედან სახელწოდება), სადაც შემორჩენილია უზარმაზარი საფეხურებიანი ნაგებობანი (ე.წ. მზისა და მთვარის პირამიდები). მოჩიკისთვის დამახასიათებელია მაღალმხატვრული ტექნიკით ნაძერწი (ღმერთების, ადამიანებისა და ცხოველთა ფიგურებიანი) და წითელი, თეთრი და შავი საღებავებით მოხატული კერამიკა, საბრძოლო სცენები და სხვა. მოსახლეობამ იცოდა ლითონის (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი) დამუშავება, რომლისგანაც უმთავრესად სამკაულს ამზადებდნენ. მოჩიკის ინდიელთა მეურნეობა სარწყავ მიწათმოქმედებას ემყარებოდა. მათი საზოგადოებრივი წყობა კლასობრივი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება