სოლთანიე

(გადამისამართდა გვერდიდან სულთანიე)

სოლთანიე ( სპარს. سلطانيه) — ქალაქი ირანში, ზენჯანის ოსტანში, თეირანიდან 240 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. XIV საუკუნეში, ის სპარსეთის ილხანი მმართველების დედაქალაქი იყო. მისი სახელი ითარგმნება როგორც „იმპერიული“ 2005 წელს, ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

სოლთანიე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 36°26′00″ ჩ. გ. 48°47′00″ ა. გ. / 36.43333° ჩ. გ. 48.78333° ა. გ. / 36.43333; 48.78333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 1188
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1188
ინგლ.რუს.ფრ.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს ილხანთა მმართველის, ოლჯაითუს მავზოლეუმი (აგრეთვე ცნობილი როგორც მუჰამედ ხუდაბანდას მავზოლეუმი), რომელსაც უფრო სოლთანიეს გუმბათის სახელით იცნობენ.

სტრუქტურა აშენდა 1302-1312 წლებში. დღეისათვის ის მთელ მსოფლიოში მესამე უდიდეს აგურისგან ნაგებ გუმბათოვან შენობას წარმოადგენს ფლორენციის კათედრალისა და აია-სოფიას შემდეგ.[1] მავზოლეუმის შიდა ინტერიერის მოხატულობის დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია მოზაიკები და რამდენიმე ფრესკა. შენობის არქიტექტურა საკმაოდ ჰგავს ტაჯ-მაჰალისას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: