სულეიმან სანი ახუნდოვი

სულეიმან სანი ახუნდოვი (დ. 3 ოქტომბერი [ძვ. სტ. 21 სექტემბერი], 1875, ქ. შუშა — გ. 29 მარტი, 1939, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი მწერალი.

1894 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაქოში. მისი პირველი ნაწარმოებია კომედია „ძუნწი“ (1899). ავტორია პიესებისა> „დიბდათ ბეი“, „თურქთა ერთობა“ (ოროვე 1906), „ბედის ტრიალი“, „შავარდნის ბუდე“, „წყვდიადიდან სინათლისაკენ“, „მოლა ნასრედინი ბაქოში“ (ოთხივე 1921), „სიყვარული და შურისძიება“ (1922), „ახალი ცხოვრება“ (1923).

სულეიმან სანი ახუნდოვი ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი საბჭოთა პროზაიკოსია (მოთხრობები: „შავტუხა გოგონა“ (1913), „მილოცვა“ (1925), „ორი მეგობარი“, „ორი მტერი“ (1927) და სხვა). დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანულ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაშიც (საბავშვო მოთხრობების კრებული „შემზარავი მოთხრობები“ 1912-1914).

ლიტერატურა

რედაქტირება