სულეიმან კერიმოვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სულეიმან კერიმოვი (რუს. Сулейма́н Абусаи́дович Кери́мов) (დ. 12 მარტი, 1966, დერბენტი, დაღესტნის ასსრ, რსფსრ, სსრკ) — მეწარმე და პოლიტიკოსი, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რუსეთის პარლამენტის სენატის წევრი დაღესტნის რესპუბლიკიდან (2008 წლიდან), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი 1999-2007 წლებში.

სულეიმან კერიმოვი

„კომერსანტის“ ვერსიით, 2020 წლის მონაცემებით, კერიმოვი შევიდა რუსეთის მეწარმეების ტოპ ათეულში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სულეიმან კერიმოვი, ეროვნებით ლეზგი, დაიბადა 1966 წლის 12 მარტს დერბენტში. მამა — იურისტი, დედა — ბუხჰალტერი. ჭაბუკობაში გატაცებული იყო ძიუდოთი, იყო არაერთგზის ჩემპიონი სხვადასხვა პირველობებსა და მათემატიკურ ოლიმპიადებზე, აქვს პირველი სპორტული თანრიგი ჭადრაკში. 1989 წელს დაამთავრა დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1989-1995 წლებში მუშაობდა ელექტრო-მრეწველობის სამინისტროს ქარხანა „ელტავში“ დაწყებული ეკონომისტიდან, დამთავრებული გენერალური დირექტორის მოადგილემდე ეკონომიკის საკითხებში. 1995 წლიდან კომპანია „საიუზ-ფინანსის“ (მოსკოვი) გენერალური დერექტორია. 1997 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1999 წელს იყო ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „კორპორაციის საერთაშორისო ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე. დაჯილდოვებულია მეგობრობის ორდენით.[1]

ქველმოქმედება

რედაქტირება

2007 წელს სულეიმან კერიმოვმა ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი „Suleyman Kerimov Foundation“.

კერიმოვის მხარდაჭერით 2022 წლის ივლისში დერბენტში დამთავრდა ნიზამი განჯელის სახელობის პარკის რეკონსტრუქცია, ასევე მუზეუმის, ბიბლიოთეკის, სამეთვალყურეო კოშკის, საბავშვო ქალაქის მშენებლობები. გაიხსნა რუსეთში ყველაზე დიდი ფერად-მუსიკალური შადრევანი[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Энциклопедический справочник Керимов Сулейман Абусаидович
  2. В Дербенте торжественно открыли самый большой фонтан в России