არჩილ სულაკაური

ქართველი პოეტი და პროზაიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან სულაკაური, არჩილ)

არჩილ სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი — გ. 26 ოქტომბერი, 1997, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

არჩილ სულაკაური
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1927(1927-02-15)[1]
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 26 ოქტომბერი, 1997(1997-10-26)[1] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა პოეტი[2] , პროზაიკოსი, სცენარისტი, მწერალი[1] და კინოსცენარისტი[3]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
ჯილდოები რუსთაველის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან — ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

შემოქმედება

რედაქტირება

პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: „ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „სალამურას თავგადასავალი“ (1968; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 1971), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975), „ჯადოსნური კაბა“, „ცისფერი ირემი“ და სხვა.

1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 The Fine Art Archive — 2003.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #135898943 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Czech National Authority Database