სუკურის კულტურული ლანდშაფტი მდებარეობს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მიიჩნევა კულტურული ლანდშაფტის თვალსაჩინო ნიმუშად, რომელიც გამოირჩევა თავის ჰიდის სასახლეებით, დატერასებული მინდვრებითა და სოფლებით, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე უცვლელი დარჩა.

სუკურის კულტურული ლანდშაფტი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v, vi
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 10°44′26″ ჩ. გ. 13°34′19″ ა. გ. / 10.74056° ჩ. გ. 13.57194° ა. გ. / 10.74056; 13.57194
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 938
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 938
ინგლ.რუს.ფრ.

სუკურში შეღწევადობა თითქმის შეუძლებელია და შესაბამისად ტურიზმი შეზღუდულია. 1999 წლიდან ლანდშაფტი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ფერმერები დღემდე განაგრძობენ ტერასებზე ფეტვისა და სხვა მარცვლეულების მოყვანას. ტერასები ასევე გამოიყენება რიტუალებისთვის, აქ განლაგებულია ტაძრები და სამარხები. მჭედლები დღემდე იყენებენ ტრადიციულ სამჭედლოებს, რათა გორაკებიდან უხვად მოპოვებული რკინისგან სხვადასხვა იარაღი დაამზადონ. სოფლის მეფე - ჰიდი, განსჯის დავებს და იღებს გადაწყვეტილებებს მთელი საზოგადოებისთვის. დიდია მისი სპირიტუალური როლიც - ის წინაპართა ყველა რელიგიური კულტისა და დღესასწაულის თავში დგას.

სოფლეში დგას ერთი ბაობაბის ხე, რომელთან მიახლოებასაც ადგილობრივები ტურისტებს არ ურჩევენ, რადგან მათი თქმით შემხები ჰერმაფროდიტად გადაიქცევა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება