სუზან პიტერსი (ინგლ. Susan Peters) (დაიბადა როგორც სუზან კარნაჰანი (ინგლ. Suzanne Carnahan); დ. 3 ივლისი, 1921 — გ. 23 ოქტომბერი, 1952) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც თავისი ხანმოკლე კარიერის პერიოდში გადაიღეს ოცზე მეტ ფილმში. 1940-იანი წლების შუა ხანებში სერიოზულ დრამატულ მსახიობად ჩამოყალიბდა.

სუზან პიტერსი

პიტერსი 1944 წელს
დაბადების სახელი სუზან კარნაჰანი
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1921
ვაშინგტონი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1952 (31 წლის)
კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1940-1952
პარტნიორ(ებ)ი რიჩარდ ქვინი (1943-1948)
შვილ(ებ)ი 1

დაიბადა სპოკენში, ვაშინგტონში. პიტერსი დაქვრივებულმა დედამ გაზარდა პორტლენდში, ორეგონში და მოგვიანებით, ლოს- ანჯელესში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობას სწავლობდა ავსტრიელ თეატრის რეჟისორ მაქს რაინჰარდტთან და მალევე გააფორმა კონტრაქტი Warner Bros.-თან. სანამ მეორეხარისხოვან როლს მიიღებდა ფილმში, Santa Fe Trail (1940) გამოჩნდა რამდენიმე ფილმში. უკანასკნელად ითამაშა 1942 წლის ფილმში, The Big Shot, სადაც ასევე თამაშობდნენ ჰემფრი ბოგარტი და რიჩარდ ტრევისი; ამ ფილმის შემდეგ Warner Bros.-მა გადაწყვიტა, რომ მსახიობთან კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა.

1942 წელს პიტერსი გამოჩნდა მეორეხარისხოვან როლით ტიშში, რის შედეგადაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Metro-Goldwyn-Mayer- თან (MGM). იმავე წელს მან შეასრულა გამორჩეული როლი მერვინ ლეროი რეჟისორულ დრამაში Random Harvest, რომელმაც მოუპოვა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის და კინოსაზოგადოებაში დაამკვიდრა, როგორც სერიოზული დრამატული შემსრულებელი. პიტერსი აგრძელებდა მთავარ როლებს MGM-ის ფილმებში, მათ შორისაა როლები რომანტიკულ კომედიაში ახალგაზრდა იდეები (1943) და რამდენიმე ომის თემატიკის ფილმი: დავალება ბრეტანში (1943), რუსეთის სიმღერა (1944) და Keep Your Powder Dry.

1945 წლის ახალ წელს, პიტერსს ზურგის ტვინი დაუზიანდა ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევით მიყენებული ჭრილობის შედეგად, რის გამოც იგი სამუდამოდ პარალიზირებული დარჩა. მოგვიანებით დაუბრუნდა მსახიობობას, ინვალიდის ეტლით განასახიერა ბოროტმოქმედი ფილმში, „ვერძის ნიშანი“ (1948). ამის შემდეგ პიტერსმა მოღვაწეობა დაიწყო თეატრის სივრცეში და გამოჩნდა როგორც ლორა უინგფილდი კრიტიკულად აღიარებულ ტენესის უილიამსის შუშის ცხოველთა სპექტაკლში, რომლის შინაარსიც ოდნავ გადაასხვაფერეს, რათა პიტერს ინვალიდის ეტლით ეთამაშა. მას მოჰყვა სპექტაკლი The Barretts of Wimpole Street, რომელშიც მან განასახიერა ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პოეტი ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგი. 1952 წლისთვის პიტერსი რამდენიმე წლის განმავლობაში განიცდიდა კლინიკურ დეპრესიას პირადი ურთიერთობებისა და კარიერის შეზღუდული შესაძლებლობების გამო. 1952 წლის ბოლოს მან დაიწყო შიმშილი, რამაც მის დამბლასთან ერთად გამოიწვია თირკმელების ქრონიკული ინფექცია და პნევმონია. გარდაიცვალა ჯანმრთელობის გართულებების გამო იმავე წელს, 31 წლის ასაკში.

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

1921  – 1939: ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სუზან პიტერსი დაიბადა 1921 წლის 3 ივლისს, ვაშინგტონში. იყო რობერტ და ები კარნაჰის ორი შვილიდან უფროსი. მამამისი ირლანდიური წარმოშობის ინჟინერი იყო, ხოლო დედამისს ფრანგული წარმოშობა ჰქონდა. ჰყავდა ერთი უმცროსი ძმა, რობერტი, რომელიც 1923 წელს დაიბადა. სუზანის დაბადებიდან მალევე კარნაჰების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პორტლენდში, ორეგონში. 1928 წელს მამამისი მანქანის ავარიის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახმა ცხოვრება სიეტლში, ვაშინგტონში განაგრძო. მოგვიანებით, გადავიდნენ ლოს-ანჯელესში, პიტერსის დერმატოლოგისტ ბებიასთან საცხოვრებლად.

პიტერსმა განათლება მიიღო Laird Hall-ის გოგონათა სკოლაში, კალიფორნიაში. [1] საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში მუშაობდა ლოს-ანჯელესის უნივერმაღაზიაში, სადაც გამოიმუშავებდა ფულს დედისა და ძმის დასახმარებლად. [2] პიტერსის დედა თავს და ორ შვილს ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობით და ბინის კორპუსის მართვით ირჩენდა. [1] იყო მოყვარული მოცურავე და ჩოგბურთელი, ასევე გაიზარდა ცხენებზე ჯირითით;

პიტერსი გადავიდა ჰოლივუდის საშუალო სკოლაში და დაიწყო დრამის გაკვეთილებზე სიარული, რომელიც მან არჩია კულინარიის კურსების სწავლას: „მე კულინარიის კურსის ნაცვლად დრამის კურსი გავიარე, რადგან მეგონა, რომ ეს უფრო ადვილი იყო“, - თქვა პიტერსმა. „მსახიობობა ფულს ნიშნავდა და [ჩემს ოჯახს] ფული სჭირდებოდა“. [1] ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლის დროს მან კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ აგენტთან. [1] მან დაამთავრა ჰოლივუდის საშუალო სკოლა 1939 წლის ივნისში ჯეისონ რობარდსთან, შეილა რაიანთან და დოროთი მორისთან ერთად. [1] მოგვიანებით, პიტერსმა მოიპოვა სტიპენდია მაქს რეინჰარდტის დრამატული ხელოვნების სკოლაში სასწავლებლად. [1]

1940  – 1941: კონტრაქტი Warner Bros. Pictures-თან

რედაქტირება
 
პიტერსი 1941 წლის დასაწყისში, როგორც სიუზან კარნაჰანი

Warner Bros. Pictures-მა მას კონტრაქტის დადება შესთავაზა. [1] დაბადების სახელით, სიუზან კარნაჰით პიტერსი გადაიღეს სხვადასხვა ფილმებში. მათ შორისაა ფილმები: მდინარის დასასრული, კაცი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, ფული და ქალი და ყოველთვის პატარძალი (აქედან ყველა მათგანი გამოვიდა 1940 წელს). [1] პირველი როლი ითამაშა მსხვილბიუჯეტიან ვესტერნულ ფილმში, Santa Fe Trail (1940), სადაც მასთან ერთად თამაშობდნენ ეროლ ფლინი და ოლივია დე ჰევილენდი. ფილმში პიტერსმა განასახიერა ბოსტონელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეყვარებულია კანზასის სამხედრო ოფიცერზე. [1]

მოგვიანებით პიტერსს ჰქონდა პატარა როლები ფილმებში: მარწყვის ქერა, შეხვდით ჯონ დოს, აქ მოდის ბედნიერება (1941) და Scattergood Pulls the Strings (ყველა 1941), ამ უკანასკნელში მონაწილეობით სუზანმა დადებითი შეფასებები მოიპოვა. [1] შემდეგ მან შეასრულა მთავარი როლი კომედიაში Three Sons o' Guns (1941), რასაც მოჰყვა მსჯავრდებულის შეყვარებულის დრამატული როლი ფილმში, დიდი კადრი (1942). [1] სტუდიის მოწოდებით (რომელმაც თავდაპირველად შესთავაზა, რომ სახელი შეეცვალა შერონ ო'კიფად), მან დაიტოვა დაბადების სახელი და მიიღო სასცენო სახელი სიუზან პიტერსი. [1] [3] თუმცა, 1942 წლისთვის Warner Bros.-მა არჩია, რომ მსახიობთან მეტჯერ აღარ გაეგრძელებინა კონტრაქტი. [4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Crivello 1988.
  2. Walker, Paul (February 17, 1943). „Reviews and Previews“. Harrisburg Telegraph. Harrisburg, Pennsylvania. p. 5. ციტირების თარიღი: September 11, 2015 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  3. Parish & Bowers 1973.
  4. MacPherson, Virginia (December 6, 1944). „Susan Peters Gave Herself 3 Years To Make Good--Did“. St. Petersburg Times. St. Petersburg, Florida. p. 11 – წარმოდგენილია Google News-ის მიერ.