სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სუათისი.

სუათისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ სუათისის ცენტრში, თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით, სახურავი და სართულშორისი გადახურვები ჩანგრეულია. შესასვლელი ჩრდილოეთითაა, მიწიდან 2 მეტრზე, კარი სწორკუთხაა. მეორე სართულის ყველა კედელში ორ-ორი სათოფურია.

ლიტერატურა

რედაქტირება