სტროგანოვის სკოლა

სტროგანოვის ხატწერის სკოლა (რუს. Строгановская школа иконописи ან რუს. строгановские письма) — რუსული ხატწერის სკოლა, ჩამოყალიბდა XVI საუკუნის ბოლოს. სახელი მდიდარი ვაჭრებისა და მარილის მწარმოებლების — სტროგანოვებისგან — მიიღო, ვინაიდან ეს გამორჩეული ტექნიკა ყველაზე აშკარად გამოვლინდა მათ სახელთან დაკავშირებულ ნაწარმოებებში. ამ სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები მოსკოველი ხატმწერები იყვნენ, რომლებიც სამეფო კარის სახელოსნოებში მუშაობდნენ.

პროკოფი ჩირინის „იოანე ნათლისმცემელი — უდაბნოს ანგელოზი“, 1620-იანები.

სტროგანოვებმა ხატწერის სფეროში ხატმწერთა შორის შრომის განაწილების პრინციპი შემოიღეს ვიწრო სპეციალიზაციით. ამავე დროს, პირველად ძველრუსული ფერწერის ისტორიაში სტროგანოვის სკოლის მხატვრებმა პეიზაჟის სილამაზისა და პოეტურობის აღწერა დაიწყეს. ამ სკოლის მხატვართა მიერ შესრულებული მრავალი ხატის ფონზე გამოსახულია პანორამული პეიზაჟები ტყისპირა მდელოებითა და გორაკებით, ოქროსფრად შეფერილი ტყის მასივებით, ბალახებითა და ყვავილებით, დახვეული ვერცხლისფერი მდინარეებითა და მრავალრიცხოვანი ცხოველებითა თუ ფრინველებით.

ლიტერატურა

რედაქტირება