სტრეპტომიცინი
სტრეპტომიცინი — ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფისა. რომელიც პირველად მიიღო ამერიკელმა მეცნიერმა, რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარმა ზ. ვაქსმანმა 1943 წელს. მჟავური ჰიდროლიზის დროს სტრეპტომინიცინი იშლება ექვსატომიან ციკლურ სპირტად — ინოზიტად. სტრეპტომიცინს აქვს ფუძის თვისება, კარგად იხსნება წყალში, პრაქტიკულად არ იხსნება ორგანულ გამხსნელებში. სხვადასხვა მჟავებთან ერთად ადვილად ქმნის მარილებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვაჭაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 580.
- სტრეპტომიცინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)