სტრეზის კონფერენცია
სტრეზის კონფერენცია — გერმანიის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, შედგა 1935 წლის 11-14 აპრილს ქ. სტრეზაში (იტალია) დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა მეთაურების მონაწილეობით. განიხილეს საფრანგეთის მემორანდუმი გერმანიის მიერ ვერსალის საზავო ხელშეკრულების სამხედრო მუხლების დარღვევის თაობაზე. სტრეზის კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს ჰიტლერული მთავრობის მოქმედება და დაადასტურეს ერთგულება ლოკარნოს ხელშეკრულებისადმი.
დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა გერმანიის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე, რითაც კონფერენციის მნიშვნელობა ფაქტობრივად გაბათილდა. ბენიტო მუსოლინის „არაოფიციალურად“ შეატყობინეს, რომ იტალიის აგრესიას ეთიოპიაში დიდი ბრიტანეთი წინაღმდეგობას არ გაუწევს. ეს ნაბიჯი იყო აგრესორების „დაშოშმინების“ პოლიტიკის მორიგი ეტაპი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 579.