სტივენ გრინბლატი

სტივენ გრინბლატი (ინგლ. Stephen Greenblatt; დ. 7 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი, თეორეტიკოსი და სწავლული. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის (1987), ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოებისა (2007) და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი (2008). პულიცერისა (2012) და ჰოლბერგის საერთაშორისო მემორიალური პრემიის ლაურეატი (2016).

სტივენ გრინბლატი
StephenJayGreenblatt.jpg
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1943(1943-11-07)[1] [2] [3] [4] [5] (79 წლის)
დაბ. ადგილი ბოსტონი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იელის უნივერსიტეტი, პემბროკის კოლეჯი და Newton North High School
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[6] , რომის პრემია, პულიცერის პრემია არამხატვრული ლიტერატურისათვის, წიგნების ეროვნული პრემია, ჰოლბერგის პრემია, ფულბრაიტის სტიპენდია, ეროვნული წიგნის ჯილდო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის და უილბურ კროსის მედალი

სტივენ გრინბლატს ახალი ისტორიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.[7] ახალი ისტორიზმის კრიტიკულ პრაქტიკას თავად გრინბლატი „კულტურის პოეტიკას“ უწოდებს. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოიპოვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. გრინბლატი არის ავტორი და რედაქტორი არაერთი წიგნის, რომლებიც ახალი ისტორიზმის, კულტურის კვლევის, რენესანსის შესწავლის და შექსპიროლოგიის საკითხებს ეძღვნება. მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომია შექსპირის ბიოგრაფია — „ნება სამყაროში“, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერების სიაში 9 კვირის განმავლობაში ირიცხებოდა.[8]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება