სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
სტეფანწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სტეფანწმინდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, მიუვალ კლდეზე.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ფიქლით. აღმოსავლეთ კედელი მიშენებულია კლდეზე, ხოლო ჩრდილოეთ კედლად თავად კლდეა გამოყენებული. წყობა მშრალია, დაზიანებულია. ჩაქცეულია სახურავი და დასავლეთ კედელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი დაბალია, ოთხკუთხა. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის კედელში, მთელ სიგრძეზე, თაროა მოწყობილი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ოთხკუთხა სარკმელია. აფსიდში და სამხრეთ კედელზე შეიმჩნება მოხატულობის კვალი. სამხრეთ კედელთან საკურთხევლის ქვა ძევს.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 431.