სტეფანწმინდის ახალიწლის ნიში
სტეფანწმინდის ახალიწლის ნიში — საკულტო ძეგლი, მდებარეობს სტეფანწმინდის ცენტრში, ხეთაგურების უბანში, ნაეკლესიარზე.
შენობა გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. გარედან შეთეთრებულია კირით. ნიში შედგება ორი ნაწილისაგან. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. აქვე. კედელში, დატანებულია ოთხკუთხა თახჩა, რომლის ქვემით დამაგრებულია პატარა სპილენძის ჯვარი. ნიშს თავზე ადგას ქვის ჯვარი და აწყვია მთის ბროლის ქვები (ბურბუხჭელები). ნიში ხეთაგურების სალოცავია. ლეგენდის თანახმად, მომხდურებთან ბრძოლაში თავი უსახელებია ვინმე იასე ხეთაგურს. მეფეს მისი დაჯილდოება განუძრახავს, მაგრამ იასეს ჯილდოზე უარი განუცხადებია და სანაცვლოდ უთხოვია, რომ ყოველ ახალ წელს, დღეობისას, როცა გერგეტის სამებიდან დროშებს გამოტანდნენ, მის კარზე ჩაეტარებინათ, ეს უბრალო გლეხისთვის უდიდესი პატივი იქნებოდა. ასეც მომხდარა. მას შემდეგ ხეთაგურები საკლავითა და პურ-მარილით ხვდებოდნენ გერგეტელებს, უმასპინძლებდნენ მთელ სოფელს. ახალწლის ნიში მოხსენიებულია გერგეტის სამების სულთა მატიანეშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 431.